პოლიტიკა
კომერციული ატაშეების შესარჩევად კონკურსი იწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კომერციული ატაშეების შესარჩევად კონკურსს იწყებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების კუთხით მთავრობის კომპლექსური გეგმის ნაწილია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ ხორციელდება.
პრემიერის თქმით, კომერციული ატაშეები იქნებიან დიპლომატიური რანგის მქონე თანამშრომლები, რომელთა მოვალეობაც იქნება საქართველოდან ექსპორტის წახალისება, ექსპორტიორების უფლებების დაცვა, ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების შემოტანა.
ამ ეტაპზე შერჩეულია 6 საპილოტე ქვეყანა - ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
„ეს, რა თქმა უნდა, დასაწყისია. ამ ქვეყნებში დისლოცირებულ ატაშეებს ასევე ექნებათ ფუნქცია, გეოგრაფიულად ახლოს მდებარე ქვეყნების არეალიც მოიცვან, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ პრიორიტეტულ ბაზრებზე კომერციული ატაშეების დისლოცირებას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული საქართველოდან ექსპორტის წახალისებისა და საქართველოში ინვესტიციების შემოტანისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

