უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
კომიტეტებში და დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტებში და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განისაზღვრა. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში დაყენება პარლამენტში ახალი ფრაქციების - „ქართული ოცნება - მწვანეებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დარეგისტრირებამ გამოიწვია, - აცნობეს მედიანიუსს პარლამენტიდან.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ახალი ფრაქციების დარეგისტრირება საფუძველია იმისა, რომ საპროცედურო და წესების კომიტეტის მიერ ხელახლა მოხდეს კვოტების განსაზღვრა კომიტეტებში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიასა და მუდმივმოქმედ დელეგაციებში. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის ინფორმაციით, ახლო მომავალში მოხდება მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტების განსაზღვრა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, პარლამენტის 15 კომიტეტიდან 10-ში სრული შემადგენლობა არის 19-19 წევრი, ხოლო 5 კომიტეტში არის 17-17 წევრი. იმ კომიტეტებში, რომლებშიც 19 წევრია, შემოთავაზებული კვოტები განსაზღვრულია შემდეგნაირად :
ფრაქცია „ ქართულ ოცნება“ – 8;
ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ – 1;
ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ – 1;
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ – 1;
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ – 1;
ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“ – 1;
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ – 2;
ფრაქცია „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ – 1;
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ – 1;
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ – 1;
პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში - 1.
რაც შეეხება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას, მასში სულ 14 წევრია და კვოტები შემდეგნაირად განისაზღვრა:
ფრაქცია „ ქართულ ოცნება“ – 2;
ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები“ – 1;
ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ – 1;
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ – 1;
ფრაქცია „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის“ – 1;
ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეები“ – 1;
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ – 3;
ფრაქცია „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ – 1;
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ – 1;
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ – 1;
პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში - 1.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკითხებს.