უკან

საზოგადოება

7 მარტი, 2020 11:35
font-size

კომპანია GeoSafety საოფისე, საბანკო და სასტუმრო დაწესებულებებს დეზინფექციის სამუშაოებს ჩაუტარებს

შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია GeoSafety უახლოეს დღეებში 30-მდე საოფისე, საბანკო და სასტუმრო დაწესებულებებს დეზინფექციის სამუშაოებს ჩაუტარებს.

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად GeoSafety იწყებს სამუშაო სივრცეებისთვის სადიზენფიქციო მომსახურებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა შეუფერხებელ მუშაობას და ვირუსის გავრცელების პრევენციას.

„სადეზინფექციო ხსნარი არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორებს და არის თვით აორთქლებადი, რაც დეზინფექციის პროცესს ხდის მომხმარებელზე მორგებულს და დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, გააგრძელოს ფუნქციონირება შეფერხების გარეშე. პრემიუმ ხარისხის ხსნარი კლავს 99.99% ბაქტერიებს ყველაზე ძლიერი - ტუბერკულიოზის ჩხირის ჩათვლით. მომსახურების გაწევა შესაძლებელია მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.

GeoSafety არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 250-ზე მეტ კომპანიას და მის საკუთრებაში მყოფ 3000-მდე ობიექტს უწევს ინსპექტირებას, რაც მთლიანობაში 25 000 -ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას მოიცავს“, - ნათქვამია კომპანია GeoSafety-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 9 შემთხვევა. ახალი ვირუსის სიმპტომები ვლინდება 2-დან 14 დღეში. ვირუსი ვრცელდება: ჰაერ-წვეთოვანი გზით - ხველებითა და ცემინებით, თვალზე, ცხვირზე და პირზე ხელის შეხებით, დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით და იშვიათ შემთხვევებში ფეკალიებთან კონტაქტით. ვირუსის სიმპტომებია: ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მძიმე დაავადება. პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია გარემოს პერიოდული დეზინფექცია, ხელის დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტით დეზინფექცია.

საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

16 იანვარი, 2026 , 18:02

საქართველოში საავტომობილო ბაზარზე ახალი ბრენდი შემოვიდა. კომპანია „გეზ მოტორსმა“ წლის ბოლოს რიგით მეორე საავტომობილო ბრენდი - SOUEAST წარადგინა. აღნიშნული ბრენდი იმ მომხმარებლებზეა გათვლილი, ვისთვისაც ავტომობ

საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით

16 იანვარი, 2026 , 15:28

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტრ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა

16 იანვარი, 2026 , 14:00

საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და სტუმარ მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით თბილისში, ნინო ჩხეიძის ქუჩა №10-ში, Artifact Apart Hotel გაიხსნა. Artifact Apart Ho

2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი

16 იანვარი, 2026 , 12:01

2025 წელი საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის გამორჩეულად წარმატებული იყო. ქვეყანამ ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა

ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია

16 იანვარი, 2026 , 09:11

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა მულტიმედია“ პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღების გამო წერილობით გააფრთხილა. კომუნიკაციების კომისიის ცნობით, განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მაუ

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

15 იანვარი, 2026 , 16:33

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამისათვის, უკვე 10 წელზე მეტია, საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს და უჭერს მხარს. ამ მიმართულე