უახლესი ამბები
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
- 03.03.2021 14:15ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
- 03.03.2021 14:15პაატა იმნაძეს და თენგიზ ცერცვაძეს უნდათ, რომ ჩინური ვაქცინის შემომტანების ლობირება მოახდინონ და ამით ფინანსური სარგებელიც მიიღონ - სერგო ჩიხლაძე
არქივი
პოლიტიკა


კომპანია `ომეგა ჯგუფის` აღმასრულებელი მენეჯერი საგანგებო გაცხადებას აკეთებს
,,ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერი ლევან აღდგომელაშვილი ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში ,,ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია ,,იბერიის“ შესახებ გასულ სიუჟეტს ეხმიანება.
,,გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ ტელეიმედის ეთერში გასულ სიუჟეტს. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს რომელიმე ტელეკომპანიის ზოგადი სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკა. ჩვენი მიზანი და ვალდებულებაა, პასუხი გავცეთ იმ სიცრუეს, რამაც სიუჟეტში ჩვენი მისამართით გაიჟღერა:
1. სიუჟეტში ითქვა, რომ საქალაქო სასამრთლომ კი აღიარა „ომეგა ჯგუფის“ ზარალი, მაგრამ არავისთვის დაუკისრებია კომპენსაციის ანაზღაურება. აღვნიშნავთ, რომ ეს არის ტყუილი. საქალაქო სასამართლომ აღიარა ომეგა ჯგუფის ზიანი და ზიანის - 100 მლნ დოლარის ანაზღაურება სწორედ „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ დააკისრა;
2. სიუჟეტში ისიც ითქვა, რომ უზენაესმა სასამართლომ ჩვენი სარჩელი დაუშვებლად სცნო. ესეც ტყუილია, რადგან, მართალია უზენაესმა სასამართლომ არ დააკმყოფილა ჩვენი საჩივარი, მაგრამ სარჩელი დასაშვებად სცნო.
3. სიუჟეტში ასევე გააჟღერდა აბსოლუტურად გამოგონილი ფაქტი, რომ თითქოს ორიოდ წლის წინ სასამართლომ „ფილიპ მორისს“ „ომეგას“ სასარგებლოდ 70 მილიონის კომპენსაცია დააკისრა. ამგვარი სასამართლო გადაწყვეტილება ბუნებაში არ არსებობს და, შესაბამისად, ტელეიმედის ფანტაზიის ნაყოფია.
4. სიუჟეტში „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ წარმომადგენელი ცინიკური ღიმილით აცხადებდა, რომ „ომეგა ჯგუფს“ უკავია შესაბამისი ბაზრის 5% და 100 მლნ დოლარი არის აბსურდული და წარმოუდგენელი. ტელეიმედს რომ ჰქონოდა ობიექტურობის მციროდენი განზრახვა მაინც, აუცილებლად დაისმეოდა შეკითხვა - რატომ ან რის შემდეგ შემცირდა „ომეგა ჯგუფის“ ბაზრის წილი 5%-მდე.
ცნობისათვის, „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ მიერ იმ მტაცებლური ფასებისა და კონკურენციის შემზღუდველი სხვა ქმედებების დაწყებამდე, რომლებიც დღესაც გრძელდება, ჩვენი ბაზრის წილი 25%-ს შეადგენდა. სწორედ BAT-ის უკანონო ქმედებების შედეგად შემცირდა ჩვენი ბაზრის წილი. ასევე, შემცირდა ზოგადად ადგილობრივი წარმოების წილი საქართველოს ბაზარზე, რაც ბრითიშ ამერიკან ტობაკოს მიზანს წარმოადგენდა. „ომეგა ჯგუფის“ სასამართლო დავის ერთერთი მთავარი მიზეზი იყო სწორედ ჩვენი ბაზრის წილის შემცირება, რაც „ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ მიერ წარმოებული უკანონო ქმედებებით იყო გამოწვეული. ბოლოს კი გვსურს აღვნიშნოთ, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიის“ ირგვლივ შექმნილ ვითარებას, საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეიმდი იდენტური მესიჯბოქსებითა და ხელწერით აშუქებენ. მათ, ვინც იციან შევახსენებთ, ხოლო ვისთვისაც ცნობილი არაა გვსურს მათ განვუმარტოთ, რომ ტელეიმედი ეს ის ტელეკომპანიაა, რომლის მფლობელობაშიც აღმოჩნდა იბერიისათვის 2004 წელს წართმეული სამაუწყებლო ლიცენზია, მაშინ როდესაც 2012 წელს ტელეიმედი ამჟამინდელ მფლოებელებს დაუბრუნდათ. თუმცა, თავის დროზე ზეწოლის ქვეშ მყოფი ტელევიზიის ახლანდელ მეპატრონეებს არც კი უფიქრიათ ზეწოლის მსხვერპლი „იბერიისათვის“ დაებრუნებინა მისი კანონიერი საკუთრება. უფრო მეტიც, ტელეკომპანიის მესვეურებმა იბერიის სამაუწყებლო ლიცენზიის ბაზაზე მოინდომეს გასართობი არხის შექმნა და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში შესაბამისი განცხადებაც კი ჰქონდათ შეტანილი. ტელეკომპანია იბერიამ თავისი ლიცენზია მხოლოდ სასამართლოში დავის დაწყების შემდეგ დაიბრუნა იმედის მფლობელებისაგან. ამიტომ, გვაქვს სრული საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ ტელეიმედის გულწრფელობაში, როდესაც ისინი თითქოს სოლიდარობას უცხადებენ ზეწოლის ქვეშ მყოფ ტელევიზიასა და ბიზნესს“, - ნათქვამია განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
3 მარტი, 2021 , 17:25

პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
3 მარტი, 2021 , 17:25

ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
3 მარტი, 2021 , 17:00

გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
3 მარტი, 2021 , 16:33

დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
3 მარტი, 2021 , 16:00

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
3 მარტი, 2021 , 12:20