უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 სექტემბერი, 2017 14:25
font-size

კონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს - გიორგი კვირიკაშვილი

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - პარლამენტი მესამე მოსმენით კენჭს უყრის ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, საქართველოს კონსტიტუციას, - განცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს დოკუმენტი მართლაც უპრეცედენტო საერთო-სახალხო განხილვებით და ჩართულობით შემუშავდა.

ამასთან, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ოპოზიცია ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს არის ერთი პარტიის დოკუმენტი, რაც სავსებით არ არის ასე, რადგან ამ განხილვების პროცესში მონაწილეობდნენ პარტიები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები.

,,ასეთი პროცესი თავისთავად იყო უპრეცედენტო, რადგან იმ პარტიების მმართველობის პერიოდში, რომლებიც დღეს ჩვენ გვაკრიტიკებენ ე.წ კონსენსუსის ნაკლებობის თუ არქონის გამო, ჩვენ პირადად მომსწრე ვართ კონსტიტუციების ისე მიღებისა, როდესაც საერთოდ მსგავსიც კი არაფერი ყოფილა საქართველოში ასეთი განხილვების სახით.

ჩვენს მიერ მიღებული დოკუმენტი, ვენეციის კომისიის სიტყვასიტყვით შეფასებულია ასე - დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს და ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიამ დოკუმენტი შეაფასა, როგორც საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით წინგადადგმული ნაბიჯი და ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ შეიქმნა ასეთი დოკუმენტი, რომელიც მნიშვნელოვნად აბალანსებს ძალაუფლებას ქვეყანაში, ეფუძნება ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს.

მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რომლებსაც არ ჩამოვთვლი. როგორც ბოლო ნაბიჯს კონსენსუსის მიღწევის გზაზე, ჩვენ დავთანხმდით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე - ეს იყო პრეზიდენტის კიდევ ერთხელ, არა ხუთი, არამედ ექვსი წლით პირდაპირი წესით არჩევა, რათა 2024 წელს, პროპორციულ წესზე გადასვლასთან ერთად მოხდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა. თავისთავად, პროპორციულ პარლამენტზე გადასვლა არის უდიდესი ნაბიჯი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ასეთი რამ მიუღწეველი იყო წლების განმავლობაში და სანატრელი ყველა ოპოზიციონერისთვის, ვინც კი ოპოზიციაში ყოფილა, რაც ნამდვილად აღსანიშნავია.

ბოლო ნაბიჯი იყო 5%-დან 3%-მდე ბარიერის დაწევა 2020 წლისთვის, ერთი მოწვევის პარლამენტისთვის და ბლოკების აკრძალვის ერთი მოწვევით გაუქმება, ანუ 2020 წლის არჩევნებზე, კიდევ ერთი მოწვევით პარტიული ბლოკების დაშვება“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, კონსტიტუციაში შევიდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვა მოქალაქეობის არმქონე პირებზე; საპარლამენტო ოპოზიციისთვის უფლებების მნიშვნელოვანი გაზრდა, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლების მინიჭება; სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობების მნიშვნელოვნად ამაღლება და შრომითი უფლებების დაცულობის გაცილებით უფრო მაღალი ხარისხი; გარდამავალ დებულებებში ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირება; ასევე, საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნის გათვალისწინება ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით.

,,ასე, რომ ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, კონსტიტუცია, რომელსაც ვიღებთ, მთლიანად პასუხობს ჩვენი საზოგადოების მოთხოვნებს და ქვეყნის განვითარების დღის წესრიგს.

დიდი იმედი მაქვს, მესამე მოსმენით კენჭი ეყრება კონსტიტუციას და ჩვენ მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც გახლავთ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ავუხსნათ იმ პროცესის არსი, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი და ნაბიჯები, რომლებიც მმართველმა პარტიამ ამ მიმართულებით გადადგა, ისტორიულად უპრეცედენტოა. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შემხვედრ ნაბიჯებზე წავედით მთელი საკონსტიტუციო განხილვის პროცესში და კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგაც, იმისათვის, რომ დაგვებალანსებინა ინტერესები. ის, რომ პროცესის სხვაგვარად წარმოსახვას ცდილობს ოპოზიციის ერთი ნაწილი, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის დაუბალანსებელი კონსტიტუცია. თავისთავად არსი იმ ცვლილებებისა, რომლებსაც ჩვენ დღეს ახალი კონსტიტუციის სახით ვიღებთ, არის უაღრესად დემოკრატიული. ასეთი ტიპის ცვლილებებისთვის ბევრი წლის განმავლობაში ბევრი ადამიანი იბრძოდა და წინა ხელისუფლების პირობებში ვერ მიაღწია ვერც ერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმას. კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ჩვენ ვცხოვრობთ, გახლავთ კონსტიტუცია, რომელიც მიღებული იქნა სწორედაც ერთი პარტიის მიერ და მორგებული იქნა ერთი ადამიანის ინტერესს. ჩვენ დღეს ამ მემკვიდრეობისგან ვთავისუფლდებით და ვიღებთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ კონსტიტუციას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი