უახლესი ამბები
არქივი
სამართალი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამუშაო შეხვედრას გამართავს
3 მარტს, 13:00 საათზე, თბილისი მერიოტში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამართავს სამუშაო შეხვედრას მართლმსაჯულების საკითხებზე.
შეხვედრაზე განიხილება შემდეგი თემები:
- სასამართლოს დამოუკიდებლობის 10 წლის შეფასება;
- უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის კომისიის შექმნა.
შეგახსენებთ რომ, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა გასული წლის 2 მარტს წარმოადგინა 2005–2016 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ კვლევა.
კვლევა განხორციელდა პრაქტიკოსი იურისტების - მოსამართლეების, ადვოკატებისა და პროკურორების გამოკითხვის მეშვეობით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა 58 ფაქტორი, რაც რესპოდენტების აზრით ხელს უშლიდა სასამართლოს დამოუკიდებლობას 2005 წლიდან 2017 წლამდე.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელისშემშლელი, როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორები, რომლებიც მეტნაკლები ინტენსივობით არსებობდა 10 და ხუთი წლის წინ და არსებობს ახლაც.