უკან

საზოგადოება

29 ივლისი, 2020 13:00
font-size

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 55 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 55 ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება.

კალაძის თქმით, მთლიანობაში 3 500-მდე ოჯახია დაზარალებული და მათი დაკმაყოფილება ეტაპობრივად, სოციალური ქულების რაოდენობის მიხედვით მოხდება.

„კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულია 3 500-მდე ოჯახი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ეს ვალი სახელმწიოფოს აღიარებული აქვს და ჩვენ დავპირდით ამ ადამიანებს, რომ პრობლემას მოვაგვარებდით და რა თქმა უნდა, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ბევრი ოჯახი უკე საკუთარი ბინების მოლოდინშია, სადაც უშუალოდ მშენებლობები მიმდინარეობს. გამოცხადებული გვქონდა ინტერესთაგამოხატვა 17 500 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე, ზემო ფონიჭალაში და უკვე გვყავს გამარჯვებული კომპანია „პერსპექტივა“, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს „თეთრი კარკასის“ სახით დაზარალებული ოჯახები. 4 000 კვადრატული მეტრი ფართის გადმოცემა მოუწევს ამ კომპანიას და დაკმაყოფილდება 55 ოჯახი. ჩვენ, რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს და მომდევნო დღეების განმავლობაში აუცილებლად კიდევ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, თუ რამდენი ოჯახი დაკმაყოფილდება. თვითონ თანმიმდევრობას რაც შეეხება, სოციალური ქულების მიხედვით მივაწოდებთ ადამიანებს ბინებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

26 ნოემბერი, 2024 , 10:53

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენ

ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე

25 ნოემბერი, 2024 , 18:35

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს: „“ახლები” ხსნიან თავიანთ სიას და არ აღიარებენ ამ ერთკაციან პარლამენტს. იგივეს აკეთებს გიორგი ვაშაძეც. და სად არის “ნაციონალური მოძრაობა”, რატომ აგვი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 17:24

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ნოემბერი, 2024 , 17:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების

იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები

25 ნოემბერი, 2024 , 11:32

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქ

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო