უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისას, შშმ პირთა საჭიროებების განხილვის მიზნით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა
მთავრობის ადმინისტრაციაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ლელა აქიაშვილის ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
„ვაცნობიერებთ რა COVID-19-ის კრიზისით გამოწვეულ მომატებულ რისკებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების მიმართ, მიმდინარე რეჟიმში ვახორციელებთ რისკების მონიტორინგს თავად თემის წარმომადგენლების ჩართულობით“, – განაცხადა ლელა აქიაშვილმა.
საგანგებო მდგომარეობის დროს შშმ პირების უფლებების დაცვის მიზნით გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თათია გვარამაძემ, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ და გაერო-ს განვითარების პროგრამის მენეჯერმა, მარიამ თუთბერიძემ.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართულობით გაიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველდღიურ პრაქტიკაში აწყდებიან შეცვლილი ვითარებიდან გამომდინარე. სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს დასახელებულ გამოწვევებზე მუშაობას.
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


