უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
კორონავირუსზე ტესტირება სამი მეთოდით დაიწყება - თამარ გაბუნია
ალგორითმის მიხედვით, უმოკლეს ვადაში დაიწყება სამივე მეთოდით ტესტირება როგორც პისიარ, ასევე ანტიგენების დაჩქარებული ტესტი და ანტისხეულების ტესტი, ჩვენ საწყისი რაოდენობა ამ ტესტების ქვეყანაში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, გუშინ შეთანხმდნენ ტესტირების ახალ ალგორითმზე, რომელიც შეეხება სხვადასხვა კატეგორიას პაციენტებს, ვისაც სჭირდება ტესტირება.
„ალგორითმი განსაზღვრავს როგორც ჯგუფებს ტესტირებისთვის, ასევე განსაზღვრავს მეთოდებს, რა მეთოდებითაც უნდა ჩატარდეს ტესტირება ამა თუ იმ ჯგუფში. ოქროს სტანდარტი კვლავაც რჩება პისიარ მეთოდით ტესტირება, მაგრამ ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული სწრაფი ტესტების ადგილი. ეს შეეხება როგორც ანტიგენზე დამყარებულ ტესტებს, ასევე ანტისხეულებზე დამყარებულ ტესტებს. ალგორითმში განსაზღვრულია სქემები პაციენტთა სამი კატეგორიისთვის. ეს გახლავთ პირველ რიგში სიმპტომური პაციენტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ საეჭვო შემთხვევის განმარტებას, უკავშირდებიან მოგზაურობის ანამნეზს, გამოხატული აქვთ კლინიკური სიმპტომები და ნიშნები რაც შესაძლოა, იყოს კორონავირუსის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტესტირებების შესაძლებლობა შევქმნათ იმ პირებისთვის, ვისაც არ ჰქონია მოგზაურობის ანამნეზი და ალგორითმი ითვალისწინებს იმ პაციენტების ტესტირებას, რომლებიც ამბულატორიულ კლინიკებს ან ჰოსპიტალს მიმართავენ ცხელების სიმპტომებით. ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ ე.წ. ცხელების კლინიკებში მოხდეს პაციენტის დაყოვება 24 საათის განმავლობაში მისი შეფასება კორონავირუსიზე და შემდეგ უარყოფითი ან დადებითი პასუხის მიხედვით, პაციენტის მართვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ალგორითმი გამოყოფს ტესტირების პრინციპებს და მიდგომებს იმ ჯგუფებისთვის, რომელიც ითვლება, რომ არის მაღალი რისკის მქონე და ამას მიეკუთვნება კონტაქტები, ამას სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს მაღალი რისკის კლინიკებში და ორგანიზებულ ინსტიტუციურ დაწესებულებაში მყოფი პირები.
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


