უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 აპრილი, 2019 20:41
font-size

ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება - ამირან გამყრელიძე

საქართველოში ყოველდღიურად წითელას 15-25 შემთხვევა ფიქსირდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, შემდეგ მოდის დასავლეთ საქართველოს რეგიონები – იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, მომდევნო კი, კახეთია.

ოფიციალური მონაცემებით, წელს წითელას 3 172 შემთხვევა დასტურდება.

„იანვრიდან, ამ წლის განმავლობაში გვაქვს წითელას 3 172 შემთხვევა, რაც მეტია, ვიდრე შარშან მთელი წლის განმავლობაში ანუ წითელას ეპიდაფეთქება ჯერ კიდევ გრძელდება და აცრების გარდა ვერაფერი შეაჩერებს. დღევანდელი მდგომარეობით, გეგმური აცრების გარდა, დამატებით ვაქცინაცია დაახლოებით 118 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ვიდრე აცრილთარაოდენობა 350 ათასს არ მიაღწევს, ინფექცია უკან არ დაიხევს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ინფექცია ძირითადად 20-დან 40-წლის ასაკობრივ ჯგუფში ვრცელდება. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 90-იან წლებში არ აცრილან ან წითელა არ გადაუტანიათ.

ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, რომ წითელას შემთხვევები მაღალია 0-დან ერთ წლამდე ბავშვებში.

„წითელას საწინააღმდეგო იმუნიტეტი ბავშვს დედიდან გადაეცემა. თუ დედა აცრილია ან გადატანილი აქვს წითელა, ბავშვი დაბადებიდან პირველი რვა თვის განმავლობაში დაცულია“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულებსა და მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ცხელებისა და გამონაყარის გარდა, ყურადღება მიაქციონ პირის ღრუს. ვირუსს განვითარების რთული ფორმებიც ახასიათებს და ხშირად, ფილტვების ანთებით მიმდინარეობს.

დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 17:14

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს და

წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12 დეკემბერი, 2025 , 16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12 დეკემბერი, 2025 , 12:30

SOLO-ს და Mastercard-ის ტრადიციად ქცეული საახალწლო კინოჩვენებები გრძელდება. 10 იანვარს, უყურეთ Disney-ს ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმს - „მეფე ლომს“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულების თ

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

11 დეკემბერი, 2025 , 19:03

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმარ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 დეკემბერი, 2025 , 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი ს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო

11 დეკემბერი, 2025 , 16:32

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშ