უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებზე, იმ ტკივილსა და წუხილზე, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს - კახა კალაძე
ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებზე, იმ ტკივილსა და წუხილზე, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს. - განაცხადა ,,ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე.
კალაძემ თანაგუნდელებსა დ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
მერობის კანდიდატმა ეგზიტპოლების შედეგები, რომელთა თანახმადაც, თავად ლიდერობს.
,,მინდა, ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის. ჩვენ მოვისმინეთ წინასწარი შედეგები, თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ პატივი უნდა ვცეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც დათვლის ხმებს და შესაბამისად, ოფიციალურად გამოცხადდება.
თუმცა, ჩვენ ვიცოდით, რომ გავიმარჯვებდით, ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო. როცა მთელი ამ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში გვქონდა შეხვედრები ადამიანებთან, ეს სულისკვეთება იგრძნობოდა ყოველდღიურ რეჟიმში, იგრძნობოდა ის იმედი, რომელიც ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობას ჰქონდა.
მე მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს მოსული იყო არჩევნებზე და მოიხადა მისი მოქალაქეობრივი ვალი.
ჩვენ ყველამ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი დედაქალაქი ხვალ იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო მოწესრიგებული, სადაც ეკოლოგიურად იქნება ყველაფერი, ტრანსპორტი გვექნება განახლებული. ინფრასტრუქტურა იქნება კეთილმოწყობილი. ვიზრუნებთ ასევე, ჯანმრთელობასა და სოციალურ მიმართულებებზე. ხელს შევუწყობთ ახალგზარდების ჩართულობას ქალაქის განვითარებაში.
მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ოპონენტებს, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად ჩართული იყო მთელი ამ საარჩევნო კამპანიის პროცესში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი - გია ვოლსკი
5 მარტი, 2021 , 20:36

ლიეტუვისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით „მედიატორთა ჯგუფის“ ჩამოყალიბებას აპირებენ
5 მარტი, 2021 , 20:26

ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება - გიგი უგულავა
5 მარტი, 2021 , 16:05

იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
5 მარტი, 2021 , 12:25

აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
5 მარტი, 2021 , 12:25

მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
5 მარტი, 2021 , 12:25