საზოგადოება
ყველა ის ადამიანი, ვინც დაკარგა შემოსავალი საბოლოო ჯამში მიიღებს მხარდაჭერას - გიორგი გახარია
დღეს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას და ჩვენ მივიღებთ, დავაინიცირებთ როგორც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ასევე მთავრობის დადგენილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება სახელმწიფო სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით, ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების მხარდაჭერას შეეხება.
„დღეს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება ის სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებიც ჩვენ უკვე დავგეგმეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას და ჩვენ მივიღებთ, დავაინიცირებთ როგორც საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს, ასევე მთავრობის დადგენილებას. საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შეეხება იმ მასტიმულირებელ ღონისძიებებს, რომლებიც იქნა მიღებული საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირების თვალსაზრისით კომპანიებისთვის, რაც პირდაპირაა მიმართული იმისათვის, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ხოლო მთავრობის დადგენილება მიმართული იქნება იმ სოციალური ღონისძიებების დასამტკიცებლად, რომელიც უკვე მივიღეთ და გულისხმობს როგორც 6 თვის განმავლობაში იმ მოქალაქეების მხარდაჭერას, რომელთაც სამსახური დაკარგეს, ისე მათ მხარდაჭერას, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებულები.
ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივებთ ამ მექანიზმებს და მერწმუნეთ ყველა ის ადამიანი, ვინც საბოლოო ჯამში დაკარგა შემოსავალი მიიღებს ასეთ მხარდაჭერას. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ 6 თვის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის მხარდაჭერას მიიღებენ სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, რომელთა ქულებიც არის 65 000- დან 100 000-მდე და ეს შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, რომლებიც 16 წლამდე არიან და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი
12 დეკემბერი, 2025 , 17:14
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას
12 დეკემბერი, 2025 , 16:35
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
12 დეკემბერი, 2025 , 12:30
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11 დეკემბერი, 2025 , 19:03
შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
11 დეკემბერი, 2025 , 16:41
ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო
11 დეკემბერი, 2025 , 16:32


