მსოფლიო
ყველა ვარიანტი განიხილება - დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაზე
„ყველა ვარიანტი განიხილება“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იაპონიაზე ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გადაფრენას. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
„მსოფლიომ მკაფიოდ და გასაგებად მიიღო ჩრდილოეთ კორეის ბოლო გზავნილი : ამ რეჟიმმა გამოამჟღავნა თავისი ზიზღი საკუთარი მეზობლების, გაერთიანებული ერების ყველა წევრისა და საერთაშორისო ქცევაში მიღებული მინიმალური სტანდარტების მიმართ“, - ნათქვამია ტრამპის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის საფრთხის შემცველი დესტაბილიზაციის მცდელობები მხოლოდ ზრდის ფხენიანის იზოლაციას როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში.
შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტა გამოუშვა, რომელმაც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა. შემდგომში ის ზღვაში ჩამოვარდა. იაპონური პრესის ინფორმაციით, ჩამოვარდნისას რაკეტა სამ ნაწილად დაიშალა.
რაკეტამ 2700-კილომეტრიანი მანძილი დაფარა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

