უკან

პოლიტიკა

1 აგვისტო, 2018 16:20
font-size

ყველაფერი გავაკეთეთ ხუთი წლის განმავლობაში, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ისევ არ დაუკონკრეტებია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.

პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევას, რომლის თანახმად გამოკითხულთა 74%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს. მარგველაშვილის შეფასებით, ამომრჩეველი დაბნეულია.

„ყველაფერი გავაკეთეთ ხუთი წლის განმავლობაში, რომ დაგვებნია ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი და დაგვებნია მათი მოლოდინები ქვეყნის მთავარ ინსტიტუტთან დაკავშირებით. დღეს ამომრჩეველმა იცის, რომ პრეზიდენტს ჩამოართვეს უშიშროების საბჭო, ჩამოართვეს მოსამართლეების დანიშვნის უფლება, ჩამოართვეს საერთაშორისო აქტიურობების უფლება, რომ ფაქტობრივად, მოქალაქეობის უფლების ნაწილში იუსტიციის მინისტრის გადასაწყვეტი იქნება ეს საკითხი.

აქედან გამომდინარე, მოქალაქეები დაბნეული არიან, ასევე დაბნეულია პოლიტიკური სპექტრი. ბევრი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სისტემურად რყევა არა მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის, არამედ ისეთ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის, როგორიც არის უშიშროების საბჭო და სხვა.

შესაბამისად, ჩემთვის არ არის გასაოცარი მოქალაქეების ჩამოუყალიბებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ საპრეზიდენტო ინსტიტუტის მიმართ.

ჩემს გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც ამასთან დაკავშირებით ვიქნები ჩამოყალიბებული, მათ შორის, ეს ფაქტორებია, რომელიც, მე ჩამოგითვალეთ.

ძალიან რთულია, ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს, დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივათ გული. ამ გადაწყვეტილებას მოგახსენებთ, როდესაც მივიჩნევ საჭიროდ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე