უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ. ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს - გრიგოლ ვაშაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ბიუჯეტის შემცირების კომენტირებისას განაცხადა, რომ ხელისუფლება პრეზიდენტის ინსტიტუტის დასაკნინებლად ყველაფერს აკეთებს.
„მე მოქალაქეობრივი შეფასება მინდა გავაკეთო. ყველაფერს აკეთებს ეს ე.წ. ხელისუფლება, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი დააკნინოს და რაც ყველაზე საინტერესოა, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამ პოსტზე. მთავარია, რომ სახელმწიფოში არ იყოს კონტროლისა და ბალანსის არცერთი მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამტკიცებენ, თითქოს საქართველოს მოქალაქეებმა აირჩიეს ეს ქალბატონი. ამ ადამიანსაც კი აყენებენ შეურაცხყოფას, დასაწყისშივე ადებენ არტახებს და პირში უდებენ ჩვარს, რომ ხმა არ ამოიღოს“, -განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება და განისაზღვრება 6 მილიონი ლარით. პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.
გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტით, სავარაუდოდ, უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რადგან მასში ამ დროისთვის ნული ლარია გაწერილი. ცნობისთვის, ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული. 5 მილიონს შეადგენს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 2018 წელსაც.