რეგიონები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ეკო კლუბი ,,მწვანე მებრძოლები“ შეიქმნა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში ეკო კლუბი „მწვანე მებრძოლები“ შეიქმნა. კლუბის მიზანია ეკოსაგანმანათლებლო აქტივობების გზით აფენის თემში ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
კლუბის მონაწილეებს ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი შეხვდა და „მწვანე მებრძოლების“ ლოგოტიპით გაფორმებული მაისურები გადასცა.
ეკოაქტივისტებმა პარლამენტის წევრს საკუთარი იდეების, პროექტების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. თავის მხრივ, გურამ მაჭარაშვილი სკოლის მოსწავლეებს ადგილობრივ, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პროცესში დახმარებას დაპირდა.
„ახალგაზრდების გაძლიერება და გარემოს დაცვა ჩვენთვის კვლავინდებურად რჩება პრიორიტეტულ თემებად. გასულ, 2019 წელს 50-მდე ახალგაზრდული პროექტი განვახორციელეთ, რომლის ფარგლებში ლაგოდეხელ და ყვარლელ მოზარდებს საშუალება მივეცით დასწრებოდნენ საინტერესო ტრენინგებსა და სემინარებს.
გვსურს, 2020 წელი მათი ინიციატივების და დამოუკიდებლად განხორციელებული აქტივობების პერიოდი იყოს, რომელშიც რა თქმა უნდა ახალგაზრდებს მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ“, - განაცხადა ლაგოდეხის და ყვარლის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ეკო კლუბის წარმომადგენლები გარემოსდაცვით სხვა აქტივობებთან ერთად გეგმავენ ნომერ პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გართობისა და დასვენების პარკი მოაწყონ.
დეპუტატის ხელშეწყობით ,,მწვანე მებრძოლები“ იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტში, სადაც მათ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე დეპუტატებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
საკვანძო სიტყვები:
ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22
ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59
გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

