უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი
საზოგადოება
„ლელო საქრთველოსთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება
პოლიტიური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის. ამის შესახებ პარტიის წევრებმა საბა ბუაძემ და ვატო სურგულაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
„ლელოს“ წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო დღეს შემოსავლის გარეშე ტოვებს ექიმებს და ადამიანებს,“რომელთა ფასდაუდებელი შრომის შედეგადაც საქართველომ მოახერხა კორონავირუსთან ეფექტური გამკლავება“.
როგორც საბა ბუაძემ აღნიშნა, მთავრობის 520-ე დადგენილებით ჯანდაცვის სექტორმა უდიდესი ფინანსური ზარალი მიიღო. მისი თქმით, დაფინანსების წესში განხორციელებული ცვლილებების გამო, სამედიცინო დაწესებულებები იძულებული გახდნენ 30%-ით შეემცირებინათ სახელფასო ფონდი და კარდიოქირურგიის დარგი ფაქტობრივად დაშლის პირას მივიდა. ბუაძის ინფორმაციით, ამ დადგენილების მსგავსად, დაფინანსების შემცირება ასევე დაგეგმილია ოფთალმოლოგიის, ნეიროქირურგიის და ორთოპედიის სფეროებში, რაც დამატებით დარტყმას მიაყენებს საავადმყოფოებს და უმუშევრობის რისკის ქვეშ დააყენებს ათასობით ადამიანს.
„მთავრობის დადგენილებით მიყენებული ზარალის გარდა, სამედიცინო დაწესებულებებს მძიმედ შეეხო კორონავირუსი. შექმნილი ვითარების გამო, 2 თვით შეჩერდა გეგმური სამედიცინო მომსახურებები და ოპერაციები, რამაც ფინანსურ კრიზისში მყოფი დაწესებულებები დახურვის რისკის ქვეშ დააყენა. იმ ფონზე, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურებისათვის მთავრობას 4 თვე სჭირდება, კლინიკების სასარგებლოდ სახელმწიფომ დააგროვა 300 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება. ამის გამო საავადმყოფოები ვერ ახერხებენ ხელფასების გაცემას, სესხების მომსახურებას და სხვა ხარჯების დაფარვას,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ წევრების განცხადებით, დღეს სამედიცინო სექტორი ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი მსესხებელია და ქვეყნის მთლიანი საკრედიტო პორტფელის 7%-ს იკავებს. სამედიცინო დაწესებულებების მასშტაბურმა გადახდისუუნარობამ შესაძლოა ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს.
როგორც პარტიის წევრები აღნიშნავენ, ჯანდაცვის სამინისტრომ ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ სამედიცინო დაწესებულებები კრიზისამდელ მდგომარეობაში დაბრუნდნენ და ჩვეულ რეჟიმში შეძლონ ოპერირება. მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საფრთხე არ დაემუქროს ექიმების, ექთნების და სანიტრების შემოსავალს.
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


