არქივი
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის საგარეო დახმარებათა კოორდინატორს, ჯენინ ვეინს შეხვდა.
მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის მხარდაჭერით, ასევე აქტიურად ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა და ხანძარსაწინააღმდეგო მმართველობის სისტემის დანერგვა.
მინისტრმა შეხვედრაზე მთვარობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის პროცესზე ისაუბრა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ორი სამინისტროს გაერთიანებით, რესურსების ეფექტიანი გადანაწილება მოხდა, რაც ხელს შეუწყობს დარგების მდგრად განვითარებას და გაზრდის სექტორში დახარჯული სახსრების უფრო მეტად ეფექტიან მართვას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის დაგეგმილ სახელმწიფოს სტრატეგიის თანმიმდევრულ განხორციელების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა ამერიკის მთავრობის მიერ დაგეგმილი ახალი პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის საგარეო დახმარებათა კოორდინატორმა, ჯენინ ვეინმა აღნიშნა, ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას და მთავრობის ინიციატივების განხორციელებაში დახმარებას.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას, ლევან დავითაშვილთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში (USDA).
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 24 თებერვალს დასრულდება.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

