უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
სამართალი
ლევან მურუსიძე - მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლაზე: არც ზეწოლას არ გამოვრიცხავ და არც იმას, რომ ზეწოლა არ მომხდარა
იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეზე - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეზე, ზეწოლა განხორციელებულიყო.
ამასთან, როგორც მურუსიძემ აღნიშნა, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ მსგავსი ზეწოლა საერთოდ არ ყოფილიყო.
ამის შესახებ მურუსიძემ მედიას უზენაეს სასამართლოსთან განაცხადა, სადაც სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძესთან სალაპარაკოდ მივიდა.
„არც ბატონ ალავიძეს და არც ქათამაძეს არ მოუმართავთ ჩემთვის. არაფერი არ უთქვამთ ჩემთან, რომ რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ამასთან დაკავშირებით მათ ჩემთვის არაფერი არ უთქვამთ. ეხლა უზენაესში მოვედი თვმჯდომარესთან და მინდა, რომ გავესაუბრო. მაინტერესებს ეს თემა. ყველაფერს გავარკვევ რაც შესაძლებელია და მერე მობრძანდით და ყველაფერს გეტყვით. მე ზოგადად არც არაფერს გამოვრიცხავ. არც ზეწოლას არ გამოვრიცხავ, და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზეწოლა არ მომხდარა. ამიტომ მინდა სიტუაციში გარკვევა, რადგან აღნიშნულ მოსამართლეებს ჩემთან კონტაქტი არ ჰქონიათ. მე ვარ საბჭოს მდივანი და მაინტერესებს, რა ხდება. ასევე საუბარია, რომ ქალბატონმა გადაგზავნა პროკურატურაში, ამიტომ მინდა ვკითხო“,-აღნიშნა მურუსიძემ.
საქართველოს მთავარი პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის წერილობით განცხადებისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულმა პირებმა უწყებას 14 იანვარს მიმართეს, რომ ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირის სახელით საცხოვრებელ მისამართებზე მიიღეს წერილობითი მიმართვები, ასევე მობილურ ტელეფონებზე - უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებშიც იკვეთება მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის ნიშნები.
მონიკა დავლიანიძე