არქივი
პოლიტიკა
ლიბიაში დაკავებული 2 ქართველი მეზღვაურის გასათავისუფლებლად იქ ქართული დელეგაცია ჩავა
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ლიბიაში ვიზიტს გეგმავენ.
„შევხვდით დაბრუნებულ მეზღვაურს, რათა უშუალოდ მისგან მიგვეღო ინფორმაცია იქ არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და შესაბამისი სტრატეგია შეგვემუშავებინა, ვინაიდან მოგეხსენებათ, რა მძიმე მდგომარეობაა ლიბიაში. ჩვენ ვგეგმავთ საგარეო უწყებისა და საზღვაო სააგენტოს წარმომადგენლების ვიზიტს ლიბიაში, რათა გადაწყდეს ეს პრობლემა“, - თქვა კონსტანტინიდმა ლიბიიდან გათავისუფლებულ მეზღვაურთან ნუკრი ხოხბასთან შეხვედრაზე.
ხოხბამ დეტალურად გაიხსენა ლიბიაში დაკავების მომენტი და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი. მისი თქმით, ციხეში, სადაც დარჩენილი მეზღავურები იმყოფებიან, ნორმალური მდგომარეობაა, თუმცა ქართული დელეგაციის ვიზიტი აუცილებელია.
„ამ დროისთვის ციხეში ნორმალური სიტუაციაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობას ვეტყვი გაწეული საქმიანობისთვის, ოღონდ აუცილებელია საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გათავისუფლება გაიწელება“, -თქვა ხოხბამ.
ლიბიის ციხეში ამ დროისთვის კიდევ ორი ქართველი მეზღვაური რჩება.
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

