უკან

საზოგადოება

5 სექტემბერი, 2017 13:50
font-size

ლილოსა და წინუბნის ტერიტორიაზე ბეტონის ქარხნნის მშენებლობა დამღუპველი იქნება - გულიკო ზუმბაძე

ჩვენი გადასაწყვეტია ლილოსა და წინუბნის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ბედი, როგორი იქნება ხვალ, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, გულიკო ზუმბაძემ.

ჟურნალისტებთან საკრებულოს დეპუტატმა იმ პროტესტზე ისაუბრა, რომლითაც ლილოსა და წინუბნის მოსახლეობა მათ ტერიტორიაზე ბეტონის ქარხნის აშენების გეგმას ეწინააღმდეგება.

საუბარია, დაახლოებით 10 ჰექტარ მიწის ფართობზე. როგორც ზუმბაძემ აღნიშნა, ეკოლოგიური მდგომარეობისთვის ასეთი ტიპის საწარმოს აშენება აღნიშნულ ტერიტორიაზე იქნება დამღუპველი.

დეპუტატს მიაჩნია, რომ რეკრეაციულ ზონაში არ უნდა აშენდეს ბეტონის ქარხანა, რადგან, მისი ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია საკურორტო-სასოფლო ზონის სტატუსის მქონეა.

ზუმბაძის თქმით, ტერიტორიაზე მისი სტატუსიდან გამომდინარე, უნდა განვითარდეს აგრარული მიმართულების საწარმოები.

“იმ ტერიტორიაზე, სადაც საკურორტო ზონა უნდა იყოს, ივლიან მძიმე მანქანები, ივლის მძიმე ტექნიკა, იქნება ხმაური. ეს არის დამღუპველი გადაწყვეტილება ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის, წინა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა და დანაშაული, როცა იქ მოაწყო ღია ნაგავსაყრელი პოლიგონი. ერთი პრეცედენტი ამ ტიპის საწარმოს შექმნისაც კი, მე ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია და ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ამ მოსახლეობის ინტერესები დავიცვა”, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება გამოსავალი, როდესაც აღნიშნულ ტერიტორიას ჰყავს კანონიერი მესაკუთრე მშენებლობის კანონიერი უფლებით, დეპუტატი ამბობს, რომ მესაკუთრემ მხოლოდ შესაბამისი ტიპის საწარმოები უნდა შექმნას თავის საკუთრებაზე.

,,ასე რომ, ჩვენი გადასაწყვეტია, დედაქალაქის თვითმმართველობის გადასაწყვეტია ამ მოსახლეობის ბედი, როგორი იქნება ხვალ და ზეგ. ბეტონის ქარხანა იქ არ უნდა აშენდეს“, - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს

26 ნოემბერი, 2024 , 10:53

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენ

ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე

25 ნოემბერი, 2024 , 18:35

მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს: „“ახლები” ხსნიან თავიანთ სიას და არ აღიარებენ ამ ერთკაციან პარლამენტს. იგივეს აკეთებს გიორგი ვაშაძეც. და სად არის “ნაციონალური მოძრაობა”, რატომ აგვი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 17:24

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7428 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვა

პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

25 ნოემბერი, 2024 , 17:00

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების

იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები

25 ნოემბერი, 2024 , 11:32

დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან (ზეთისხილის ხიდან) თავისუფლების მოედნის ჩათვლით არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქ

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით

22 ნოემბერი, 2024 , 15:35

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მისაღებად, სკოლებმა უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე.   STEM ოლიმპიადა საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადების პრო