სამართალი
ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს - ლევან ყანდირელაშვილს და გიორგი ჭალელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას ითხოვდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.ყ.-მ, თანმხლებ პირთან - გ.ჭ.-სთან ერთად, მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ჭოლა ლომთათიძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1980 წელს დაბადებულ დ.ქ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. 1988 წელს დაბადებული ლ.ყ. თბილისში, ხოლო 1994 წელს დაბადებული გ.ჭ. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


