მსოფლიო
მადლობა გადაუხადეთ პუტინს - ჯონ მაკკეინი დონალდ ტრამპის ბრალდებას პასუხობს
აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელმაც კონგრესი რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებაში დაადანაშაულა.
როგორც მაკკეინმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, ამისთვის ტრამპმა მადლობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უნდა გადაუხადოს.
„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა. მადლობა გადაუხადეთ პუტინს ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმისთვის, მეზობლებთან შეჭრისთვისა და ჩვენი მოკავშირეების დაშინებისთვის“, - დაწერა მაკკეინმა ტვიტერზე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ აშშ-ის ურთიერთობა რუსეთთან ყველა დროის ყველაზე სახიფათოდ დაბალ ნიშნულზეა.
კონგრესმა ივლისში რუსეთის წინააღმდეგ კანონპროექტი მიიღო, რომელიც კრემლს სანქციებს უმკაცრებს. აღნიშნულ საკანონმდებლო აქტს ხელი დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

