არქივი
პოლიტიკა
მაინტერესებს, გამოუცხადებს თუ არა ბატონი სარალიძე უნდობლობას ოთარ კახიძეს, რომელმაც თქვა, რომ სარალიძეს პოლიტიკური მოთხოვნები უკარნახეს - ეკა ბესელია
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ეკა ბესელიამ მოითხოვა განმარტება, უშუალოდ რომელმა განცხადებამ გამოიწვია ზაზა სარალიძის უნდობლობა მის მიმართ.
მან ასევე აღნიშნა, რომ აინტერესებს, გამოუცხადებს თუ არა სარალიძე უნდობლობას კომისიის მდივანს, ოთარ კახიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მოკლული მოზარდის მამას პოლიტიკური მოთხოვნები უკარნახეს.
„თუ ეს რაიმე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ გავიგე, რა იყო ამ განცხადების მიზეზი და მე ვითხოვ, ძალიან კონკრეტულად დასახელდეს სად, რომელი ფრაზა იყო ის, რაც მან ჩათვალა, რომ იყო შეურაცხმყოფელი. მე ვითხოვ , რომ ეს დაკონკრეტდეს. სხვაგვარად აბსურდამდე მივალთ.
მე ძალიან საინტერესოდ მეჩვენება, გუშინ, მაგალითად, ბატონი ოთარ კახიძის განცხადება, რომელმაც პრაქტიკულად თქვა ის, რომ პოლიტიკური მოთხოვნები უკარნახეს ბატონ სარალიძეს და ეს ათქმევინეს. მე მაინტერესებს, მის მიმართ გაცხადდება თუ არა, როგორც კომისიის წევრის მიმართ უნდობლობა. ამაზე მძიმე ბრალდება არავის არ უთქვამს“,- განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

