უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 ივლისი, 2018 14:15
font-size

მალხაზ კობაურის ადვოკატები დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატები დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ.

დაცვის მხარის განცხადებით, პროკურატურას საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე სურდა, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა და ამიტომ დააკავეს 19 წლის მალხაზ კობაური.

ადვოკატის თქმით, საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. დაცვის მხარის განცხადებით, არსებობს მხოლოდ კობაურის აღიარებითი ჩვენება, რომელიც მან მოგვიანებით შეცვალა.

„მეჩვენება, რომ ეს საქმე არის ნაჩქარევად გახსნილი, რადგან არიან ამერიკის მოქალაქეები და რეზონანსული საქმეა. საქმის მასალები გადმოგვეცა დარღვევით, პროცესამდე ერთი საათით ადრე. ასევე საგამოძიებო მოქმედებები მალხაზ კობაურს ჩაუტარდა ნაჩქარევად, თუნდაც ნიმუშების აღება სხეულიდან. ეს არის დაცვის უფლების დარღვევა. სურთ, რომ საქმე სწრაფად გაიხსნას და დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი“, – განაცხადა ადვოკატმა.

მალხაზ კობაურის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასმართლო ამ წუთებში მსჯელობს. ადვოკატი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

ბრალდების მხარე კი პატიმრობას მოითხოვს.

საკვანძო სიტყვები:

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა