პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე 2013 წლის 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანებების სრულად ჩამოწერას გეგმავს
ჩვენი პირველი იდეაა, რომ 2013 წლის 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, როდესაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობას“ აცნობდა.
“როცა ვსაუბრობთ უსამართლო წესებზე ეკონომიკაში, ამის ყველაზე ნათელი მაგალითი იყო 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენს მეწარმეებს და ქართული კომპანიების მნიშვნელოვან ნაწილს დაარიცხეს არასწორი საგადასახადო ვალდებულებები. აქედან გამომდინარე, ჩვენი პირველი ინიციატივა შეეხება იდეას, რომ სრულად ჩამოვაწეროთ საგადასახადო დავალიანება ყველა გადამხდელს 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. ეს შეეხება დაახლოებით 36 ათას გადამხდელს. მათ უკან დგას ქართული ოჯახები, ენერგია და საშუალება, რომ მათ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა გააგრძელონ“, - განაცხადა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

