არქივი
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას შეხვდა.
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების დაფინანსებისთვის, როგორც საბიუჯეტო მხარდაჭერის, ისე საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, ისეთ სფეროებში როგორებიცაა: საფინანსო სექტორის განვითარება, წყალი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ინფრასტრუქტურა.
მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოში ევროკავშირის მხრიდან გაწეული დახმარების პროგრამების მიმდინარეობაზე. განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის (EU EIP) განხორციელების მნიშვნელობას. EU EIP მორგებულია თითოეული პარტნიორი ქვეყნის სპეციფიკურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზე და 2020 წლამდე, პარტნიორ ქვეყნებში იგეგმება 44 მილიარდი ევროს რესურსის მობილიზება.
როგორც აღინიშნა, ევროკავშირის ახალი მექანიზმის მიზანია, ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის, მათ შორის, საქართველოსა და ევროკავშირის ფართო სამეზობლო ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელებას, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნას.
შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, ასევე, ენერგოეფექტურობის პოლიტიკის მიმართულებით.
„საქართველოს დელეგაციასთან გვქონდა სასიამოვნო და კონსტრუქციული შეხვედრა. ჩემს კოლეგებთან ერთად, შევხვდით ფინანსთა მინისტრს და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს. ვისაუბრეთ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე. გილოცავთ შთამბეჭდავ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას, რომელიც გქონდათ 2017 წელს. ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობის გარდა, ვისაუბრეთ იმ საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ახალი საგარეო საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელდება. განსაკუთრებით აღვნიშნეთ ორი საინვესტიციო სფეროს შესაძლებლობები. ერთ-ერთია ენერგოეფექტურობა და კავშირგაბმულობა. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის მიერ „სივრცის დაგეგმარებისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა, რაც გზას გაუხსნის ინვესტიციების განხორციელებას მშენებლობის დარგში, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ კომპანიებს, რომლებსაც შეეძლებათ ენერგოეფექტური მასალების წარმოება. მეორე სფერო, რაზეც ვისაუბრეთ ეხება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, რადგან თქვენი ქვეყნისთვის მთავარი ამოცანაა, ის შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა, რომელიც გაქვთ, გახდეს უფრო მეტად ინკლუზიური, შეეხოს თითოეულ მოქალაქეს და რეგიონის მოსახლეობამაც ხელი შეუწყოს ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებას. გვჯერა, რომ საგარეო საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ახალი ინსტრუმენტები ამ მიზნების განხორციელებაში დაგეხმარებათ,“ - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ევროკავშირი E5P-ის ინსტრუმენტის, ასევე, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით, გააგრძელებენ ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყანაში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების მიზნით.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

