უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
კომენტარი
მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას დანიშვნით ორივე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი გაიზრდება - ირაკლი კობახიძე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პერემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას სამთავრობო და საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით მიესალმება.
მისი თქმით, ეს ინიციატივა ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას.
რაც შეეხება ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატებს, კობახიძე აღნიშნავს, რომ მამუკა ბახტაძისა და გიორგი გახარიას დანიშვნით ორივე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი გაიზრდება.
„პრემიერ- მინისტრის გადაწყვეტილება ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას, ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება პრემიერის ეს ინიციატივა.
რაც შეეხება საკადრო გადაწყვეტილებებს, პერსონალურ გადაწყვეტილებებს, რომელიც შეეხება კონკრეტულად ფინანსთა სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ვფიქრობ, ორივე კანდიდატი როგორც ფინანსთა მინისტრობის, ასევე შს მინისტრობის კანდიდატი შეესაბამება იმ მაღალ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა პასუხობდეს როგორც შს მინისტრი, ასევე ფინანსთა მინისტრი.
მე ვფიქრობ, ამ ორი კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მათ ნდობას გამოუცხადებს, გაიზრდება როგორც ერთი, ისე მეორე უწყების მართვის ეფექტიანობის ხარისხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მონიკა დავლაინიძე
საკვანძო სიტყვები:
ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
6 თებერვალი, 2026 , 11:53
„ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს - ნინო წილოსანი
4 თებერვალი, 2026 , 17:07
ათი განცხადება მაინც მოვისმინე, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია - ირაკლი კობახიძე
4 თებერვალი, 2026 , 15:53
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
4 თებერვალი, 2026 , 15:16
მამუკა მდინარაძე ამერიკაში გააგზავნეს, ეტყობა, დარსალიას შეხვედრის ფარგლებში რაღაც ვერ მოგვარდა და ახლა ცდილობენ, მდინარაძის ვიზიტით მოგვარდეს - გიგა ფარულავა
4 თებერვალი, 2026 , 15:08
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, ეს მიღწევადია - ირაკლი კობახიძე
4 თებერვალი, 2026 , 14:47


