სამართალი
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე სააპელაციო სასამართლოში მიდის
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე სააპელაციო სასამართლოში მიდის. ამის შესახებ განცხადება ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ განაცხადა.
დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების ე.წ. წულუკიანის კომისაიზე გამოუცხადებლობის გამო დამნაშავედ სცნეს და პატიმრობა შეუფარდეს.
ადვოკატის თქმით, ისინი ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, მათ შორის მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოსაც.
„გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგა, წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს პოლიტიკური დევნის.
აღნიშნულ საქმეში ართუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ მოიძებნა, რომელიც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. შესაბამისად, ჩვენ სააპელაციო საჩივრით ვითხოვთ, რომ გაუქმდეს მოსამართლის საოქმო განჩინება, რადგან დაცვის მხარეს უარი გვეთქვა პირების დაკითხვასთან დაკავშირებით, რომ თანაბარ პირობებში მოგვეხდინა მტკიცებულებების გამოკვლევა. ასევე ვითხოვთ, რომ უდანაშაულოდ იყვნენ ცნობილნი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
მოლოდინი სამართლებრივი თვალსაზრისით ნაკლები გვაქვს, ვინაიდან საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან, ჩვენ დაველოდებით ყველა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რათა სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ. სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.
ცნობისთვის,მიმდინარე წლის 23 ივნისს, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოსამართლე ზვიად შარაძემ დამნაშავედ სცნო და 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
ფოტო ტვ პირველი
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

