უახლესი ამბები
- 18.11.2025 13:58საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
მსოფლიო
მარინ ლე პენი აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინის დახმარების შეჩერების შესახებ „ბრუტალურად“ მიიჩნევს
ფრანგი პოლიტიკოსი მარინ ლე პენი მკაცრად აკრიტიკებს აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერების თაობაზე. როგორც მან გამოცემა Le Figaro-ს განუცხადა, ამ ნაბიჯს უხეში, დაუნდობელი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს “მოულოდნელი და უკიდურესად მძიმეა უკრაინისთვის, განსაკუთრებით იმ ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ქვეყნის დაცვაში არიან ჩართულნი”.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ლე პენის განცხადება მნიშვნელოვან ტონალურ ცვლილებას წარმოადგენს მისი პოლიტიკური კურსისთვის. გასულ კვირას, საფრანგეთის პარლამენტში უკრაინასთან დაკავშირებულ დებატებში, მას დონალდ ტრამპი არ უხსენებია. თუმცა, შაბათს, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე, მან თავი შეიკავა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ტრამპის დაპირისპირებაზე კომენტარისგან.
მარინ ლე პენი, რომელიც Rassemblement National-ის (ეროვნული გაერთიანება) ლიდერია და 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად მიიჩნევა, ბოლო პერიოდში საგარეო პოლიტიკის საკითხებში შედარებით დაბალანსებულ პოზიციას იკავებს. მისი განცხადებები შეიძლება მიუთითებდეს, რომ ის ცდილობს, თანდათან დააშოროს საკუთარი იმიჯი ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას, განსაკუთრებით ევროპაში მიმდინარე კონფლიქტების მიმართ.
საკვანძო სიტყვები:
შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი
11 ნოემბერი, 2025 , 11:57
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს
10 ნოემბერი, 2025 , 18:00
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
27 ოქტომბერი, 2025 , 15:10
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
27 ოქტომბერი, 2025 , 10:16
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

