უკან
რეგიონები
29 ნოემბერი, 2018 14:50
მარნეულში აფეთქების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაშავდა
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი დაგროვდა, აფეთქების მიზეზი კი სავარაუდოდ, წყლის გამაცხელებლის ჩართვა გახდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, აფეთქების შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო 35 წლის მამაკაცმა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აფეთქების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.