უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ნოემბერი, 2018 15:25
font-size

მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს, იგი საგანგებო რეჟიმზეა გადასული - გიორგი ვოლსკი

მას შემდეგ, რაც ცხადი გახდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების მინიმალური შანსიც აღარ აქვს, იგი საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რასაც მოწმობს უკანასკნელ დღეებში „რუსთავი 2“-ის ეთერის სიცრუეზე და ყალბ ინფორმაციაზე განსაკუთრებული ორიენტირება, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივნმა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, როგორც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ,,რუსთავი 2“-ის საშუალებით საზოგადოებას ამცნო, რომ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“ ხელისუფლების დახმარებით თურქეთის ციხიდანაა გათავისუფლებული.

,,თუმცა, სულ მალე, ნათელი გახდა რომ ეს ინფორმაცია სიცრუეა და მითითებული პიროვნება კვლავ ციხეში იმყოფება. შსს-ს ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით მათი მხრიდან სრულად იქნა იგნორირებული.

ანალოგიური ხასიათისაა მოწოდებული ინფორმაცია, ვითომდა ყალბი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ბეჭდვის შესახებ. ისევე, როგორც ბიულეტენების ბეჭდვის სრულიად კანონიერი პროცესის, გაყალბებისთვის მზადებად გამოცხადება, ან ნაციონალური მოძრაობის წევრების სახლებში აფეთქეებების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. ყველასთვის ცხადია, რომ ანალოგიური აქტი დააზიანებდა ნებისმიერი პარტიის იმიჯს, მით უმეტეს, რომ არ შეესაბამება ქართული ოცნების მიერ დაცულ მორალურ სტანდარტებს.

ამასთან, საზოგადოება კვირეებია უყურებს ტელესპექტაკლს ოქუაშვილის მონაწილეობით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რეალობის სამარცხვინოდ დამახინჯების ნათელი მაგალითია აგრეთვე გავრცელებული ინფორმაცია თითქოს მოქალაქეები ბანკებში იყვნენ მისულები და მათთვის ვალების ჩამოწერა არ დასტურდება ან კატეგორიულ უარს უცხადებენ.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ცნობილია, რომ ვალები წლის ბოლომდე, 15-31 დეკემბრის პერიოდი განმავლობაში ჩამოიწერება და რასაკვირველია, ეს წინასწარ ვერანაირად ვერ მოხდებოდა.

,,სოციალური სოლიდარობის ეს უპრეცედენტო აქტი შედგება და ათასობით ოჯახს გაათავისუფლებს როგორც მათი ფინანსური შესაძლებლობების არათანაზომადი ტვირთისგან, ასევე ფსიქოლოგიური სტრესისაგან.

ამასთანავე ხაზს ვუსვამთ, რომ როდესაც მასშტაბური რეფორმა ხორციელდება, იქნება ეს საყოველთაო ჯანდაცვა, ცე ჰეპატიტის ელიმინაცია თუ სხვა, არაერთი სოციალური პროექტი, არასოდეს ვკითხულობთ, რომელი ბენეფიციარია ჩვენი მომხრე და რომელია ჩვენი მოწინააღმდეგე.

ეს თანადგომა ყველას თანაბრად ეხება.

როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, აშკარა სიცრუე და დამახინჯებული ინფორმაცია კონკრეტული ტელევიზიის ეთერის 70-80%-ს იკავებს, ეს არა უბრალოდ პროპაგანდა, არამედ დანაშაულია საზოგადოების წინაშე.

სულ ახლახან მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ გაუგებარი პირები უკავშირდებიან შავ სიაში მყოფ დავალიანების მქონე მოქალაქეებს, ატყუებენ და ითხოვენ რეგულაციების ამოქმედებამდე გადაიხადონ მათზე რიცხული დავალიანება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და 28 ნოემბერს ერთად ვეტყვით უარს სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას, გავაკეთებთ პრინციპულ არჩევანს და დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

საკვანძო სიტყვები:

მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ოქრუაშვილზე: როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს, ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში

20 ნოემბერი, 2025 , 15:43

"როგორც ჩანს თავის დროზე რაღაც აწყენინა რუსებს და ახლა კი იმყოფება ჩემს ახლოს საკანში" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და ირაკლი ოქრუ

ის, რაც ხდება ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს იმ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 11:42

ის, რაც ხდება ბოლო 2 დღის განმავლობაში ფეხბურთის გარშემო, მეტყველებს იმ სიბნელეზე, რაც სუფევს ამ ლიბერალურ ფაშისტებში, რადიკალურ ოპოზიციაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა &bd

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

20 ნოემბერი, 2025 , 09:46

ასეთი მოცემულობა გვაქვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის შემთხვევაში - პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ

კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ - ირაკლი კობახიძე

20 ნოემბერი, 2025 , 09:13

კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივში“ ა

ირაკლი კობახიძე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმებაზე: როგორ შეიძლება, რომელიღაც თანამდებობის პირის გამო ჩაშალო დიალოგი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ჭირივით ეშინიათ დიალოგის, ეს არის საბჭოური მიდგომა, მოქმედებენ, როგორც საკავშირო ხელისუფლება

20 ნოემბერი, 2025 , 09:09

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული ბიუროკრატია გაურბის დიალოგს, ეშინიათ დიალოგის, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მართლები, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, მათ შორის ადამიანის უფლებების კუთხით, რეალურად ვართ ბოლომდე წელში გამ

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ