უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 მაისი, 2025 10:22
font-size

მაშველებმა ავტოსაგზაო შემთხვევისას მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი ამოიყვანეს, ერთი პირის ძებნის ოპერაცია კი გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცხედრები წყლიდან უკვე ამოასვენეს და მათ უტარდებათ ყველა შესაბამისი, სამართლებრივი პროცედურა.

მდინარე მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ერთი პირის ძებნა-შველის ოპერაცია კი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.

შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე,ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები,რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2025 წლის მეოთხე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა - საქსტატი

23 იანვარი, 2026 , 11:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 20

გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

23 იანვარი, 2026 , 11:02

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. გიორგი ვაშაძეს ციხესთან ოჯახის

ინდურ სამზარეულო „ააკაშის საკვებს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

22 იანვარი, 2026 , 16:30

რეგისტრაციისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო, ინდურ სამზარეულოს, „ააკაშის საკვები“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ის ცნობით, ბ

დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება მკაცრდება

22 იანვარი, 2026 , 11:59

ვანდალიზმის წინააღმდეგ, მუნიციპალიტეტთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც იმუშავებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი კანონით გათვალისწინებული პირობების აღსრულება გამკაცრდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიც

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ტექნიკის მაღაზია adashop.ge 31 185 ლარით დაჯარიმდა

22 იანვარი, 2026 , 11:41

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „ადა“ 31 185 ლარით დაჯარიმდა. განსახილველ შემთხვევაში, მოვაჭრის მიერ საქართველოს კანონმდებლობ

საქართველოს ბანკის სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორზე“ რეგისტრაცია დაიწყო

21 იანვარი, 2026 , 17:40

საქართველოს ბანკი  პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ლიდერატორი“ უკვე მეათე წელია მე-3, მე-4 კურსის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი