უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 იანვარი, 2019 12:55
font-size

მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე; აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე - ვახტანგ წერეთელი თიბისი ბანკის საქმეზე

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილი და tv “პირველის“ მფლობელი ვახტანგ წერეთელი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

წერეთლის თქმით, მას აინტერესებს, რატომ არ დაიბარა საგამოძიებო ორგანომ ის პროკურატურაში მაშინ, როცა თავად ვახტანგ წერეთელი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნახსენები კომპანიების – შპს „სამგორი თრეიდის“ და შპს „სამგორი M”-ის „სოლიდურ წილს ფლობს“.

„მთელი დღეა, მიზანმიმართულად არ დავწერე არაფერი ,,TBC ბანკის“ ამბავზე… ველოდებოდი, როგორ განვითარდებოდა პროცესები და განვითარდა ძალიან სასაცილოდ, ძალიან ანეგდოტურად – პროკურატურა სერიოზული სახით ამბობს გამოძიება მიდისო და დავკითხეთ ყველა ფიგურანტიო.

რა მაინტერესებს იცით? იმ ორი კომპანიიდან, რომელზეც ამბავია ატეხილი, ორივეს წილს ვფლობ მე, თანაც ძალიან სოლიდურს. რას იძიებენ ესენი, ვერ გავიგე, როცა მე ამ წამამდე არავის დავუბარებივარ გამოკითხვაზე; აი, ამიტომ მეცინება ამ გამოძიებაზე… თუ აქ რაღაც სხვა, მიღმა ამბავი არაა, წესით, მე ხომ უნდა დავებარებინე ვინმეს? მგონი, საბუთებში არც ჩაუხედავთ…

ამ ჩემი სტატუსის მერე კი, როცა ჩემგანვე აღმოაჩენენ, რომ თურმე გამოსაკითხი ვარ, ალბათ დამიბარებენ… ნუ,მინიმუმ ყავაზე მაინც… სასწაული გამოძიება ჩაუტარებიათ, სასწაული“ – წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, პროკურატურის ოფიციალური ვერსიით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილში და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი“-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.

„საგულისხმოა, რომ „სამგორი თრეიდს“ და შპს „სამგორი M”-ს სესხები ისე ჩამოიწერა, რომ ამ კომპანიებს სესხის მომსახურებისთვის თანხა საერთოდ არ გაუღიათ და აღნიშნული სესხები ბანკს დღემდე არ დაბრუნებია. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ასევე არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი M” – ს, ვალი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის გამოკითხულია მამუკა ხაზარაძეც. გამოძიების ამ ეტაპზე, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების სრულყოფილად შესწავლისთვის, აუცილებელია დამატებითი დოკუმენტაციის და ინფორმაციის მოპოვება და შესწავლა, რისთვისაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 4 იანვარს შუამდგომლობებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს ,,თიბისი ბანკი“-დან ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები შესასრულებლად ჩაბარდა სს ,,თიბისი ბანკს“. საქმეზე საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გენერალური პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების შესახებ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

30 სექტემბერი, 2025 , 14:44

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გიო

არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 14:17

არ ვარ დამნაშავე, მე მთელი ცხოვრება ჩემს ქვეყანას ვემსახურე - მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი,- ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება

30 სექტემბერი, 2025 , 13:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა კალიჩენკომ მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით საქ

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს

30 სექტემბერი, 2025 , 11:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

29 სექტემბერი, 2025 , 19:45

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და კორუფციული სქემით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მ

პროკურატურამ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

29 სექტემბერი, 2025 , 17:36

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უ