კომენტარი
მე არ მაინტერესებს ქიმიურ ტროიკასთან - ბიძინასთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან გარიგებაში შესვლა - ლევან ხაბეიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო იხილავს.
ცოტა ხნის წინ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა სხდომაზე განცხადება გააკეთა და BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟს გამოეხმაურა.
BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
"როგორც ჩერნობილში მოწამლეს ხალხი, ისე წამლავენ აქაც და ამათთან სათხოვარი არაფერი მაქვს" - თქვა სასამართლო დარბაზში ხაბეიშვილმა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ქიმიური ნივთიერების სკანდალის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს "ქიმიური ტროიკა" უწოდა.
„მე არ მაინტერესებს ქიმიურ ტროიკასთან - ბიძინასთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან გარიგებაში შესვლა"- განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა - გია ვოლსკი
12 იანვარი, 2026 , 17:34
როგორც ჩანს, ტრუსკავეცა მდინარაძეს მისცეს დავალება, რომ დღეს ღარიბაშვილის სავარაუდო დაკავება რაიმე სხვა ნიუსით გადაფაროს - მხოლოდ ამით შემიძლია, ავხსნა სუს-ის ეს მორიგი ბოდვა და მათი ფანტაზიის ნაყოფი - თინა ბოკუჩავა
12 იანვარი, 2026 , 16:19
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე შეცვლის
12 იანვარი, 2026 , 14:47
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა დღეს არაპროფესიონალიზმის სიმბოლოა და სულ უფრო შორდება ევროპელი ხალხების ინტერესებს - შალვა პაპუაშვილი
12 იანვარი, 2026 , 14:26
როდესაც საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ არიან, მათ არ უწყდებათ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობის შესაძლებლობა - არჩილ გორდულაძე
9 იანვარი, 2026 , 13:04
უახლოეს დღეებში ჩვენი საჩივრით მივმართავთ BBC-ის შიდა მარეგულირებელ ინსტანციას - შალვა პაპუაშვილი
8 იანვარი, 2026 , 15:13


