არქივი
პოლიტიკა
მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი საბურთალოზე, მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. კვირიკაშვილის ხმის მისაცემად შვილთან ერთადვ მივიდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მან ხმა უკეთესის თბილისის სასარგებლოდ მისცა.
„მე ხმა მივეცი თბილისს, რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება , სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია, სადაც არის მაღალი ეკონომიკური დინამიკა, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც ბევრი სიცოცხლე ჩქეფს. მე მივეცი ხმა კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ , რომ თბილისი ნამდვილად ასეთი იქნება“, -თქვა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატსა და 64 მერს პირდაპირი წესით 4 წლის ვადით ირჩევენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

