უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 ივლისი, 2018 17:10
font-size

მე მქონდა ინფორმაცია, რომ მ.კ.-ის ტანსაცმელი გადაყრილი იყო - თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე

„მე მქონდა ინფორმაცია, რომ მ. კ.-ის ტანსაცმელი გადაყრილი იყო. თუ არ იქნებოდა გადაყრილი, უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა და ეს ტანსაცმელი უნდა ამოღებულიყო“, -ამის შესახებ თბილისის პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გაბოძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მან უპასუხა კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის კითხვას, იცოდა თუ არა იმ ფაქტის შესახებ, რომ მ.კ.-ის სისხლიანი ტანსაცმელი ინახებოდა სახლში და რატომ არ მოხდა მისი ამოღება.

„3 დეკემბერს, მ.კ თავისივე ჩვენებაში ეუბნება გამომძიებელს, რომ მაისური, რომელიც მას ეცვა, იყო სისხლიანი, გამოიცვალა მეზობელთან ყოფნისას და მეზობელმა ეს მაისური მისცა მ.კ-ის ძმას, ლუკა კალანდიას. 3 დეკემბერს, ასევე იკითხება ლუკა კალანდია, რომელსაც არაფერს არ ეკითხებიან ამ ტანსაცმელზე, თუ სად წაიღო მან მ.კ-ის ტანსაცმელი. არცერთ ოფიციალურ ჩვენებაში არ ფიქსირდება, რომ მან ტანსაცმელი გადაყარა. 22 დეკემბერს ლუკა კალანდიას განმეორებითი დაკითხვის შემდეგ ის უკვე გამომძიებელს ეუბნება, რომ სისხლიანი მაისური გაირეცხა სახლში და დღესაც ჩვენს სახლში ინახებაო. ანუ 3 დეკემბერს გამომძიებელმა იცის და მას შეუძლია, ამოიღოს ტანსაცმელი, თუმცა ამას არ აკეთებს. დამეთანხმებით, რომ არასწორად თქვა გამომძიებელმა, როდესაც გითხრათ, რომ ეს ტანსაცმელი გადაყრილია და ვერ აღმოვაჩინეთო?“, -იკითხა აბესაძემ.

გაბოძის თქმით, ინფორმაცია, რომ მ.კ.-ის ტანსაცმელი გადაყრილი იყო, მიიღო პროკურორისგან ან ერთ-ერთი ხელმძღვანელი პოლიციელისგან. მან დასძინა, რომ მან რეკომენდაცია გასცა ჩხრეკის ჩასატარებლად.

„ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ჩატარებულიყო ყველა ობიექტის ჩხრეკა, ვინც მონაწილეობდა ინციდენტში, მათ შორის ნათესავებისა და მეზობლების. თუ რაღაცნაირად ამის სტანდარტი იქნებოდა, რომ იქ გადამალეს მტკიცებულებები.

თუმცა, რა ტიპის მოქმედებები ჩატარდა, ეს უკვე განსაზღვრული იყო პროკურორისა და გამომძიებლის მიერ. ეს იყო გამომძიებლის შესაფასებელი“, - განაცხადა გაბოძემ.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.