უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
არქივი
პოლიტიკა

მე რუსთავი2-ის საქმე ვიცი იმ დოზით, რა დოზითაც გვაწვდის მედია ამ საქმის შესახებ ინფორმაციას- მანან კობახიძე
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მანანა კობახიძის განცხადებით, იგი ტელეკომპანია რუსთავი2-ის საქმეს არ იცნობს, შესაბამისად, იგი საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
ამის შესახებ კობახიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასმული შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თქვენ თუ თვლით, რომ მე ვიცნობ რუსთავი2 -ის საქმეს, ეს ნამდვილად არასწორია. საიდან უნდა ვიცნობდე რუსთავი2-ის საქმეს?! სასამართლოში, საერთო სასამართლოში, მე იქ არც მხარე ვარ, არც მოსამართლე ვარ და ნამდვილად ჩემთვის არავის არ მოუცია ამ საქმის მასალები“, - აღნიშნა მოსამართლეობის კანდიდატმა.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის რეპლიკაზე, რომ „თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დადებითად მეტყველებს თქვენზე?!“, მანანა კობახიძემ ისევ აღნიშნა, რომ საქმის მასალები მისთვის მხოლოდ მედიიდან არის ცნობილი.
„მე რუსთავი2-ის საქმეს ვიცი იმ დოზით, რა დოზითაც გვაწვდის მედია ამ საქმის შესახებ ინფორმაციას. იმის იქით რუსთავი2-თან დაკავშირებით მე საქმის მასალებს ბუნებრივია არ ვიცნობ. ვერაფერს ვერ გეტყვით ურთმელიძემ იქ რა გადაწყვიტა და როგორ“,-აღნიშნა მანანა კობახიძემ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მანანა კობახიძის კანდიდატურას 11 ხმით, მხარი დაუჭირა.
პროცედურულად ეს ნიშნავს იმას,რომ მის კანდიდატურას, მიმდინარე კვირას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
3 მარტი, 2021 , 17:25

პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
3 მარტი, 2021 , 17:25

ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
3 მარტი, 2021 , 17:00

გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
3 მარტი, 2021 , 16:33

დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
3 მარტი, 2021 , 16:00

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
3 მარტი, 2021 , 12:20