უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს - ალეკო ელისაშვილი
ჩემი ყოყმანი დამთავრდა, ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ყოველთვის იდგება თავისი პოლიტიკური პარტნიორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გვერდით.
„ხან ვფიქრობდი, რომ სწორი იყო, უბრძოლველად დათმობა არაფრის არ შეიძლება და მეთქი, ხომ არ შევიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში, მეორე მხრივ, ვფიქრობდი, რომ აბსოლუტურად წაგებულ თამაშში როგორ შევიდეთ-თქო და რომ გამოვალ და ვიტყვით მერე – გაგვიყალბეს, გაგვიყალბეს. ამაში ვყოყმანობდი. ჩემი ყოყმანი დამთავრდა იქ, როდესაც ხელბორკილები დაადეს ბადრის და მამუკას.
მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს. ამ ადამიანების პოზიცია იყო ეს. მე მათ გვერდით ვდგავარ და ამ ხალხს განსაცდელში არ მივატოვებ. ეს ხალხი იძახდა, ბადრიც და მამუკაც, რომ მოდი, ვიმსჯელოთ. ეს „მოდი, ვიმსჯელოთ“ რატომღაც ჯოჯოხეთია ჩვენს ერში. რა გახდა, რომ დავსხდეთ? კი ბატონო, შენ არ მოგწონს, მეც შინაგანად ხან ვეთანხმებოდი, ხან არა. ხან მეგონა სწორი იყო და ხან არ მეგონა, რომ სწორი იყო. პოლიტსაბჭოზეც ყველა მხარეს ვუსმენდი. ხან მეგონა რომ ასე იყო სწორი, ხან ისე… ახლა ვარ ამ პოზიციაზე, რადგან ის ხალხი, ვინც არიან ჩემი პოლიტიკური პარტნიორები, არიან ციხეში. მათ გვერდზე ვდგავარ და ვიდგები. „მჯერა-არ მჯერა“ მორჩა, გათავდა. მე შევალ ამ ბრძოლაში, აბსოლუტურად წაგებულიც რომ იყოს, მაინც შევალ, რადგან ეს ხალხი ამ პოზიციაზე იდგა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03

მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:52
რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა- ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:37

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:25