უახლესი ამბები
- 09.12.2019 12:45პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7 პროცენტით გაიზარდა
- 09.12.2019 12:45ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს
- 09.12.2019 12:45პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია
- 09.12.2019 12:45კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
- 09.12.2019 12:45გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე - ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ
- 09.12.2019 12:05კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს
- 09.12.2019 12:05„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაინიშნა
- 09.12.2019 12:05არღვევს თუ არა კანონს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
- 09.12.2019 11:59მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო
- 09.12.2019 10:15თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
არქივი
საზოგადოება


მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ უკანონო ნებართვა გასცა - ირაკლი ნადირაძე
თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, გამწვანებულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მშენებლობის უკანონო ნებართვა გასცა.
როგორც ნადირაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დიდი ალბათობით, ტერიტორიაზე ხე-ნარგავების გაჩეხვა იგეგმება. ნადირაძის თქმით, დავით ნარმანიამ ნებართვის იმით ისარგებლა, რომ ბოლო პერიოდში პოლიტიკური პარტიების ყურადღება არჩევნებზე იყო გადატანილი.
საკრებულოს დეპუტატი მერიას და ,,ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, სანამ საკითხი ექსპერტების მიერ არ იქნება განხილული, არ გამოიტანონ საკრებულოს სხდომაზე და არ მოხდეს მისი გადაწყვეტა.
,,ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების ყურადღება, ისევე როგორც საზოგადოების ყურადღება, გადატანილი იყო არჩევნებზე. როგორც ჩანს, ამით ისარგებლა დავით ნარმანიამ და ,,ქართულმა ოცნებამ“ და არჩევნებიდან სამ დღეში მან ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გასცა მშენებლობის ახალი ნებართვა. ეს არის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არის მთლიანად გამწვანებული. არსად არ არის ნათქვამი და წარმოდგენილი, თუ რა ელის იქ ხე-ნარგავებს. შესაბამისად, დიდი ალბათობით ამ ხეებს გაჩეხავენ. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია, რომ მშენებლობის ნებართვას თბილისის მერია ბიძინა ივანიშვილის კომპანიას აძლევს იმ ადგილას, სადაც ეს წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ხელშეკრულებით აკრძალული“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:

ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს
9 დეკემბერი, 2019 , 12:45
პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია
9 დეკემბერი, 2019 , 12:45

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
9 დეკემბერი, 2019 , 12:45

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს
9 დეკემბერი, 2019 , 12:05

მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო
9 დეკემბერი, 2019 , 11:59

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
9 დეკემბერი, 2019 , 10:15