უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

7 ივნისი, 2018 16:35
font-size

მესამე მსოფლიო ომი, შესაძლოა, დღევანდელი ცივილიზაციის დასასრული იყოს - ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი ცივილიზაციის დასასრულს გამოიწვევს. ამის შესახებ მან ცხელი ხაზის მეშვეობით მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხისას ისაუბრა.

პუტინმა ციტატად მოიყვანა ფიზიკოს- თეორეტიკოსის, ალბერტ აინშტანის სიტყვები: „არ ვიცი, რა საშუალებებით წარიმართება მესამე მსოფლიო ომი, მაგრამ მეოთხე მსოფლიო ომში ქვებითა და ჯოხებით იბრძოლებენ“.

„იმის გააზრებამ, რომ მესამე მსოფლიო ომი, შესაძლოა, დღევანდელი ცივილიზაციის დასასრული იყოს, უნდა შეგვაკავოს თანამედროვე ცივილიზაციისთვის უკიდურესი და ძალიან სახიფათო მოქმედებებისგან საერთაშორისო არენაზე“, -დასძინა პუტინმა.

მან აღნიშნა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლოკალური კონფლიქტების არსებობის მიუხედავად, არ წარმოქმნილა გლობალური შეტაკებები. პუტინის მტკიცებით, ურთიერთგანადგურების შიში აკავებს ზესახელმწიფოებს დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან.

პუტინი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ГРУ-ის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას ქიმიური ნივთიერებით, ე.წ „ნოვიჩოკით“ მოწამვლას. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, სკრიპალები არ მოწამლულან სამხედრო ნივთიერებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი რამდენიმე წამში მოკვდებოდნენ. გარდა ამისა, მან ისურვა, რომ რუსულ მხარეს მიეცეს საშუალება, შეხვდეს თავის მოქალაქეებს და ჩაერთოს გამოძიებაში.

შეკითხვაზე, როდემდე გაგრძელდება დასავლეთის მიერ რუსეთის დადანაშაულება სხვადასხვა საკითხში, პუტინმა უპასუხა, რომ სანქციები და სხვა შემზღუდავი ზომები მიმართულია რუსეთის განვითარების შესაკავებლად.

„კი არ უნდა შეაკავო ვინმე, მათ შორის რუსეთი,არამედ ურთოერთობა მოაგვარო“,-აღნიშნა პუტინმა და დაამატა, რომ ასეთი მიდგომა პოზიტიური იქნება მსოფლიო ეკონომიკისთვის.

როგორც რუსული მედია წერს, წლევანდელ ცხელ ხაზზე 2 მილიონზე მეტი შეკითხვა მოვიდა.

საკვანძო სიტყვები:

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ

სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 12:50

სომხური მედიის ცნობით, კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტმა ორშაბათს დაადასტურა, რომ გიუმრის მერი ვარდან ღუკასიანი და ქალაქის სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. კომიტეტ

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა

17 ოქტომბერი, 2025 , 09:11

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, დაგეგმილი აქვს შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე, აშშ-ის თავდაცვისა

დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტომბერი, 2025 , 11:08

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ დაეშვა ბენ გურიონის აეროპორტში, სადაც მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მეუღლესთან ერთად, ასევე აშშ-ის სპეციალური წარმო

ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი

13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

ომი დასრულდა. ომი დამთავრდა, გესმით ეს?, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას თვითმფრინავის ბორტზე მედიას განუცხადა. &bdquo