უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ივნისი, 2017 17:50
font-size

მესტიაში „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იწყება

დღეს მესტიაში, „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ჰესების მშენებლობის დაწყებისადმის მიძღვნილი ღონისძიება, საზეიმო ვითარებაში ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა ლევან შონიამ და „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ გახსნეს.

როგორც მედიანიუსს საინვესტიციო ჯგუფიდან „ბიჯეო“ აცნობეს, „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“ ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

„ჩვენი ქეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ მიმართული ძალისხმევა ნელ-ნელა გვაახლოვებს სასურველ მიზანს. თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასურველი მიზნისკენ. თითოეული ენერგოობიექტი ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენი პროგრესის გზაზე, არის მნიშველოვანი და საჭირო, მეტიც დროული დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით. რაც შეხება მესტიის რაიონს, ჩვენი ხელისუფლების დიდი სურვილია და ძალისხმევა, მოხდეს დეცენტრალიზაცია, რეგიონების სრული განვითარება და მოსახლეობის ადგილზე არა მარტო დასაქმება, არამედ დოვლათის შექმნაში ხელშეწყობა. დასვენების, სწავლის და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფრასტრუქტურით და პირობების შექმნით. ამ კასკადის მშენებლობის ფონზე განვითარდება არა მარტო მიმდებარე ტერიტორია და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უზრუნველყოფილი იქნება მეტე უსაფრთხოება, დამონტაჟდება შესაბამისი აპარატურა, მოეწყობა მდინარის ნაპირსამაგრები, ჩატარდება მეწყერის პრევენციის შესაბამისი სამუშაოები. ნებისმიერი ენერგოობიეტის მშენებლობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიის დასახლებების მოწესრიგებას, რეაბილიტაციას და ინფრასტრუქტურის მოწყობას დასვენებისთვის, ტურისტებისთვის და უპირველეს ყოვლისა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენი ქვეყნის წინსვლა დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის მუხლჩაუხრელ შრომაზე, ყველამ თავის ადგილას მასზე დაკისრებული საქმიანობა უნდა შევასრულოთ პირნათლად და ხარისხიანად. ეს იქნება ის ძალა, რაც ჩვენს საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს. ჩვენი ქვეყნის გამარჯვება კი ყველა მოქალაქის, ჩვენი მეგობრების თუ პარტნიორების სურვილია. ვიყოთ ერთიანები ამ მიზნის მიღწევაში და ერთად ვიხილოთ ამ პროგრესის შედეგები.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

„საქართველოს აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების დიდი პოტენციალი, რაც მნიშვნელოვანია როგორც ენერგიის შიდა მოხმარების უზრუნველყოფისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგანაც შესაძლებელია ამ გზით გამომუშავებული ენერგიის ექსპორტზე გატანა. მესტიაში, ჰესების მშენებლობა შეადგენს საქართველოში „ბიჯეო“ ჯგუფის განახლებადი ენერგიის პლათფორმის ნაწილს. „ბიჯეო ჯგუფის“ გეგმის მიხედვით, ხსენებული პლათფორმა მოიცვას ჯამში 100 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის მქონე საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურებს და 20-20 მგვტ სიმძლავრის მქონე ქარისა და მზის ელექტოსადგურებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში დიდი პოტენციალია ქარისა და მზის ენერგიის კუთხით. საერთო ჯამში, „ბიჯეო“ ჯგუფი შემდეგი 5-დან 7 წლის განმავლობაში, მინიმუმ ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, სწორედ ენერგეტიკის სფეროში“ განაცხადა „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

ჰესების მშენებლობას სს „სვანეთი ჰიდრო“ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, გარემოზე მინიმალური ზემოქმედების გათვალისწინებით განახორციელებს. მშენებლობა განხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.

ჰესების ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი, რის შედეგადაც ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება.

სს „სვანეთი ჰიდროსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „სვანეთი ჰიდრო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თავისი ინიციატივით განახორციელებს დაბა მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებას, რისთვისაც გამოიყოფა დაახლოებით 600 000 ლარი.

ამასთან, პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება მესტიის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლები, რაც წინასწარი გათვლებით პროექტის გაშვებიდან პირველივე წელს თანხობრივად შეადგენს დაახლოებით 1 500 000 ლარს (ქონების გადასახადი და მიწით სარგებლობის გადასახადი).

აღნიშნულ პროქტს ანხორციელებს სს“ სვანეთი ჰიდრო“, რომლის დამფუძნებლებიც არიან სს“ საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ (65%) და ენერგეტიკულ სექტორში 30 წლიანი გამოცდილების მქონე ავსტრიული კომპანია RP Global Investment (35%).

ხოლო თავის მხრივ „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“ წარმოადგენს საინვესტიციო ჯგუფი "ბიჯეო“-ს შვილობილ კომპანიას.

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

13 ოქტომბერი, 2025 , 12:53

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა, – ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „თოვის გამ

თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის კმ1-კმ21

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი

30 სექტემბერი, 2025 , 13:35

მესტიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. შემთხვევა ჭუბერში წუხელ მოხდა, რა დროსაც, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ დროისთვის ორივე დაღუპუ

ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ

18 სექტემბერი, 2025 , 17:59

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში,“ძლიერი საქართველო-ლელოს” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე იმყოფებოდნენ. ისინი დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმ

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა

16 სექტემბერი, 2025 , 11:51

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა. მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდ

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

10 სექტემბერი, 2025 , 10:55

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვ