სამართალი
მესტიაში მოკლული 26 წლის ლუკა ფალიანის ოჯახი პროკურატურას მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებს
მესტიაში 26 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრი საქმიდან წაშლილია.
ოჯახს ეჭვი აქვს, რომ მტკიცებულება პროკურატურამ განზრახ გაანადგურა და ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ხელისუფლება მფარველობს.
ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების, სვანური წესებით გასამართლებით იმუქრება.
„გააკეთონ თავისი საქმე, ისე რომ ჩვენ აქ მკვლელობა არ ჩავიდინოთ. არც ნიგურიანი მოვკლათ, არც მუშკუდიანი, არც ქურდიანი მოვკლათ, რად უნდათ ის თავხედები. ექვსივე მკვლელია . რატომაა იცი ეს ექვსივე მკვლელი? ზოგი იჭერდა, ზოგი არტყამდა“,-ამბობს ლუკა ფალიანის დედა როზა ფალიანი.
ცნობისთვის, ლუკა ფალიანი მესტიაში ზაფხულში მოკლეს. შს სამინისტროს მკვლელობაში ბრალდებული ერთი პირი ჰყავს. ფალიანის ოჯახი ამტკიცებს, რომ ნიგურიანის გარდა მკვლელობაში კიდევ ხუთი პირი მონაწილეობდა. ფალიანების მტკიცებით, მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულია.
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


