უკან

სამართალი

13 ნოემბერი, 2017 13:20
font-size

მეტი საჯაროობა - ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2 წინადადებას წარუდგენს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებს ორ ინიციატივას წარუდგენს. ერთი ეხება მოსამართლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობას, ხოლო მეორე - საბჭოს დღის წესრიგის დახვეწას, რათა მედიამ და საზოგაოდებამ მეტი ინფორმაცია მიიღოს სხდომების საკითხებთან დაკავშირებით.

„ერთი ეხება ინფორმაციის საჯაროობას. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ, ინფორმაციას მოსამართლეთა რაოდენობის შესახებ. ასევე, ინფორმაცია, უშუალოდ გენდერული ასპექტების მითითებით. სასამართლოს თავმჯდომარე კოლეგიებისა და პალატების შესახებ უნდა იყოს საჯარო, რომელიც პრაქტიკულად უნდა გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე და ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ საზოგადოებას მიაწოდოს პროაქტიულ რეჟიმში.

მეორე ინიციატივა ეხება უშუალოდ დღის წესრიგების მომზადების თემას. ვფიქრობ, რომ ჩვენი დღის წესრიგები აუცილებელია, რომ უფრო დაიხვეწოს და შინაარსობრივი გახდეს, რათა მედიასა და საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია. ეს საკითხი წინა სხდომაზე დავაყენე, მაგრამ კენჭისყრაზე არ დამიყენებია. ვფიქრობ, რომ დღეს რელევანტურია, მოხდეს კენჭისყრა. ასევე ერთი თემა გახლავთ ოქმების საკითხი. ჩვენი რეგლამენტის თანახმად საბჭო ვალდებულია წერილობითი ოქმები მოამზადოს, მაგრამ არ მზადდება უკვე მრავალი წელია. ამიტომ, ვთავაზობ ცვლილებას, რომ მომზადდეს ისეთი ტიპის ოქმები, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ჩვენს აპარატსა და საზოგადოებას, რომ ყოველი სხდომის შესახებ ინფორმაცია მიიღოს“, - განაცხადა საბჭოს არამოსამართლე წევრმა სხდომის დაწყებამდე.

საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, იუსტიციის საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა ისედაც უზრუნველყოფილია.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობა არის უზრუნველყოფილი. ხდება სხდომის ვიდეო-, აუდიოგადაღება, ჩაწერა, ასევე სხდომას ესწრება ყველა დაინტერესებული პირი, ეს იქნება არასამთავრობოები, თუ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამიტომ ვფიქრობ, ქალბატონი ნაზის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები არა უფრო სხდომის საჯაროობას ეხება, არამედ არსებული საშუალებების დახვეწას“, - უთხრა გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ამ წუთებში მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა, რომლის დღის წესრიგში 6 საკითხია დაყენებული.

ანა მებურიშვილი

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

19 აპრილი, 2024 , 11:50

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი