სამართალი
მეზობლების ინფორმაციით, თემქაზე მოკლული გოგონა სახლიდან უცნობმა მამაკაცმა მანქანით გაიყვანა
თბილისში, თემქაზე მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
21 წლის ანა ნაცვლიშვილი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული.
მოკლულის მეზობლების ინფორმაციით, გოგონას სავარაუდოდ, ყელი აქვს გამოჭრილი.
„ამბობენ, რომ ყელი აქვს გამოჭრილი. ჩემი მეზობელი იყო, აქ დაიბადა და ჩემს თვალ წინ გაიზარდა. უკონფლიქტო ბავშვი იყო“, - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას მოკლული გოგონას მეზობელი.
როგორც ირკვევა, ანა ნაცვლიშვილი სტუდენტი იყო. ის სახლიდან უცნობმა მამაკაცმა მანქანით ხალათიანი გაიყვანა.
„სახლში მოაკითხა ვიღაცამ, ანა ხალათით იყო“, - ამბობს მოკლულის მეზობელი.
ერთ-ერთი ვერსია, რომელიც შეყვარებულთან კონფლიქტს შეეხებოდა, დღეს გარდაცვლილის მეგობრებმა გამორიცხეს.
„შეყვარებულთან კონფლიქტი არ ჰქონია, ამას გამოვრიცხავ", - განაცხადა გარდაცვლილის ახლო მეგობარმა.
21 წლის გარდაცვლილი გოგონას ცხედარი თემქაზე დღეს, დილით იპოვეს.
ანა ნაცვლიშვილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


