უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 დეკემბერი, 2025 22:17
font-size

მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანა ნადარეიშვილის გათავისუფლებაზე, გამოძიება იმსჯელებს, მონაწილეობდა თუ არა ისიც 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში - სუს-ი

მიღებულია გადაწყვეტილება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებული ანა ნადარეიშვილის დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ, – ამის შესახებ სუს-ში გამართლ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე ცნობით, გამოძიება მომავალში იმსჯელებს ანა ნადარეიშვილის მხრიდან 4 ოქტომბრის დანაშაულებრივ მოვლენებში შესაძლო მონაწილეობაზე.

„რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს, იღებდა თუარა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას, მის მეუღლესთან ერთად, ჩადენილ დანაშაულში. ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეპასუხა კითხვაზე – მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, – განაცხადეს სუს-ში.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა დღეს ბაჩო ახალაია დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია“. მათივე განმარტებით, ახალაიას მხრიდან სხვადასხვა პირთან კომუნიკაცია ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული აიპი მისამართის საშუალებით ხორციელდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა

12 იანვარი, 2026 , 16:26

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც მას სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს

12 იანვარი, 2026 , 16:13

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს. შსს-ის ინფორმაციით, ოზურგეთში მომხდარი „ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ორ არასრულწლოვანს შორის, წინ

პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

12 იანვარი, 2026 , 15:47

ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის სახედ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელ

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

12 იანვარი, 2026 , 13:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1978 წელს დაბადებული დ.ბ. და 1996 წელს დაბ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

9 იანვარი, 2026 , 12:04

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ევა შაშიაშვილის, გიორგი ჩახუნაშვილისა და კიდევ 13 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხ

კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

9 იანვარი, 2026 , 11:03

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი – 1974 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.