უკან
სამართალი
11 მაისი, 2017 14:40
მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა.
შესაბამისი გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ კენჭისყრაზე მიიღო.
ჩინჩალაძეს მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრმა დაუჭირა.
კენჭისყრის შედეგად საპელაციო სასამართლოში დაინიშნენ მერაბ ლომიძე და ილონა თოდუა.
ნინო ექვთიმიშვილი