უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 ნოემბერი, 2024 17:31
font-size

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანატოლი გიგაურს, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმის ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

პროცესზე დაცვის მხარემ სასამართლოში გიგაურის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და ალტერნატივის სახით მას 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ანატოლი გიგაურის მიმართ პატიმრობა გამოიყენა.

სხდომაზე დაცვის მხარე ამტკიცებდა რომ ანატოლი გიგაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სწორედ ამას მოჰყვა პოლიციელის მიმართ ფიზიკური შეხება. მათივე მტკიცებით, თავდაპირველად ფიზიკური შეურაცხყოფა გიგაურს სწორედ პოლიციელმა მიაყენა.

ბრალდებებს უარყოფს პროკურატურა, რომელიც აცხადებს, რომ საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. მათივე განცხადებით, დაკავებულმა პოლიციელს ფიზიკური დაზიანება სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა. პარალელურად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დავობს ანატოლი გიგაური, რომელიც ამტკიცებს, რომ დაკავების დროს მასზე პოლიციელებმა იძალადეს.

ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 25 ნოემბერს დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა

26 ნოემბერი, 2024 , 12:03

საქართველოს პროკურატურამ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციელზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით

პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

22 ნოემბერი, 2024 , 14:52

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე გამართულ აქციაზე პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაკავებულ მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქ

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ შველი მოკლა

22 ნოემბერი, 2024 , 12:01

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრც

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

22 ნოემბერი, 2024 , 11:01

აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს ბრალი წარედგინა - პროკურატურა 21 წლის აქტივისტს, რომელიც გომელაურის უწყების თანამშრომლებს ძალის გადამეტებაში ამხელს, ახლა პოლიციელებზე თავდასხმას აქეთ ედავება. ახალგაზრდას ბრ

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 13:29

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. როგორც უწყებაში განმარ

საქართველოსა და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს თანხას სძალავდნენ - სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს

21 ნოემბერი, 2024 , 10:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენო