მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი პრორუსული ძალების დაფინანსებით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა - უკრაინის გენერალური პროკურორი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ერთ-ერთი თანამბერძოლის, ამჟამად გაქცეული ოლიგარქის სერგეი კურჩენკოს ფულით აპირებდა, საპროტესტო აქციები ჩაეტარებინა და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიალება მოეხდინა. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.
„დღეს ვაქვეყნებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული კრემლის ძალების რევანშისტული გეგმის ჩაშლის ოპერაციის პირველ ნაწილს. ეს ეხება რიგი პოლიტიკოსების, უპირველეს ყოვლისა, მიხეილ სააკაშვილის თანამშრომლობას იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებთან, უპირველეს ყოვლისა, სერგეი კურჩენკოსთან, რომლის ფულით სააკაშვილი და მისი დაახლოებული პირები აფინანსებდნენ მათ ინიციირებულ საპროტესტო აქციებს, რომელთა მიზანი იყო უკრაინაში სახელმწიფო ხელისუფლების დამხობა და იანუკოვიჩის დანაშაულებრივი დაჯგუფგების წევრების მხარდაჭერა, კერძოდ, კურჩენკოსი, მათი სისხლისსამართლებრივი დევნის შეჩერება და მათი აქტივების მართვის კონტროლის აღდგენა, რომლებმაც მათ თავის დროზე კრიმინალური გზით შეიძინეს უკრაინაში“, -განაცხადა ლუცენკომ.
ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის თანამებრძოლი სევერიონ დანგაძე ოდესის ექს-გუბერნატორის მითითებით მიმართა ამ წინადადებით სერგეო კურჩენკოს.
„დადგინდა, რომ სააკაშვილთან დაახლოებული პირი, უკრაინის მოქალაქე სევერიონ დანგაძე სააკაშვილთან შეთანხმებით, მიმართა ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით მიმართა სერგეი კურჩენკოს, რომელიც ემალება უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს მოსკოვში. მიმართა წინადადებით სააკაშვილის მოქმედებების დაფინანსების შესახებ მათი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ინტერესების სანაცვლოდ“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველების ინფორმაციით, სააკაშვილის გარემოცვამ რუსული მხარისგან დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო.
მიხეილ სააკაშვილი დღეს დააკავეს. მას დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრებთან თანამშრომლობასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვაში ადანაშაულებენ, რაც 3-დან 5წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

