უკან
პოლიტიკა
18 ივლისი, 2017 14:25
მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა არ მიგვიღია - პეტრო პოროშენკო
საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და ამიტომ, ეს საკითხი არ განხილულა.
"ეფექტური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ექსტრადირების შესახებ მოთხოვნა არ მიგვიღია. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ განგვიხილავს. სამწუხაროდ, მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. უკრაინელი და ქართველი ხალხი ძალიან გაერთიანებულია ამ მომენტში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არავის და არაფერს შეუძლია მათი გაყოფა",- განაცხადა პოროშენკომ
ნინო ექვთიმიშვილი